9 წლის ჩინელმა ბიჭმა რუბიკის კუბი 4.69 წამში ააწყო და მსოფლიო რეკორდი მოხსნა

9 წლის ჩინელმა ბიჭმა რუბიკის კუბი 4.69 წამში ააწყო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გინესის რეკორდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ამერიკელი მაქს პარკსისა და პოლონელი ტაიმონ კოლასინკსის შედეგი გააუმჯობესა. მათ კუბი 4.86 წამში ააწყეს.
9 წლის ვანგმა რეკორდული შედეგი მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში გამართული შეჯიბრის ნახევარფინალში დააფიქსირა. რუბიკის კუბი ბიჭმა ხუთჯერ ააწყო, რომელთა საშუალო შედეგი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო აღმოჩნდა (თითოეულის დრო: 4.35, 3.90, 4.41, 5.31 და 6.16 წამი).
ცნობისთვის, საბოლოო დრო შედეგების გასაშუალოებით მიიღება, თუმცა მისი ცდა, რომლის დროსაც კუბი 3.90 წამში ააწყო, ასევე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ვანგი მხოლოდ 2018 წლის რეკორდს ჩამორჩება, როდესაც ჩინელმა ბიჭმა ერთ-ერთი ცდისას თავსატეხი 3.47 წამში გადაჭრა. ვანგი რუბიკის კუბის აწყობით 6 წლის ასაკში დაინტერესდა. გასული 3 წლის განმავლობაში ჩინეთში, ადგილობრივად გამართული შეჯიბრებების გამარჯვებული ის უკვე სამჯერ გახდა. მათ შორის 2023 წლის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე, 14 წლის ბიჭი დაამარცხა.

კომენტარები

სხვა სიახლეები