9 ჟესტი, რომელიც მიუთითებს, რომ ქალს მამაკაცი მოსწონს

იმისათვის, რომ გაიგოთ, მოსწონხართ თუ არა ქალს, უნდა დააკვირდეთ იმ არავერბალურ სიგნალებს, რომლებსაც ქალი გიგზავნით.

არცერთი ქალი არ გეტყვით თამამად და გულწრფელად, რა სურს თქვენგან სინამდვილეში! ამიტომაც გთავაზობთ 9 ნაცად მეთოდს, რომლითაც ქალი ნებსით თუ უნებლიეთ გატყობინებთ, რომ საინტერესო ხართ მისთვის. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, თუ ქალმა რომელიმე ჟესტი მხოლოდ ერთხელ გააკეთა, ეს არაფერს ნიშნავს.
1.თმაზე ხელით შეხება – დიახ, ეს ძველი მეთოდია. ვერბალური და არავერბალური სიგნალების განხრით 40-წლიანმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ პაემნის დროს თმაზე შეხება – ეს იმის ნიშანია, რომ ქალი ყველაფერზე თანახმაა. ქალის თმა კატის კუდივით არის, ემოციებს გამოხატავს. ყურადღება უნდა მიაქციოთ თმაზე ნაზ შეხებას, მის უკან გადაყრას და ყურთან თმის წვალებას. სავარაუდოდ, ემოციების გამოხატვისას თმაზე ხელით შეხება შთამომავლობით პრიმატებისგან გვერგო.
2.ტუჩის ენით მოლოკვა – ამ ჟესტით ქალი გაჩვენებთ, რომ ძალიან დაინტერესებულია თქვენით. შესაძლოა, ეს ორალურ კონტაქტზეც მიუთითებდეს, თუმცა, მაინც ნუ ჩავუღრმავდებით.
3. მაიმუნობა – ენის გამოყოფა, ეშმაკურად სიცილი ან ხელის კვრა. ქალი ასეთ ჟესტებს მაშინ აკეთებს, როცა კაცისგან რეაქციას ელის, რა თქმა უნდა, დადებითს. ხანდახან კი ელის ძალიან გადამწყვეტ ქმედებას – რომ მიიზიდოს და აკოცოს.
4.მიახლოება – თითოეულ ჩვენგანს ჩვენი პირადი სივრცე გვაქვს, რომელშიც ყოველთვის არ გვსურს ვინმეს შემოჭრა. როცა ქალი შეგნებულად გიახლოვდებათ, ესე იგი, მას მოსწონხართ და სურს, რომ იგივე გრძნობა გამოიწვიოს თქვენშიც. დაე, გადადგას მან ეს ნაბიჯი, თუ გრძნობა ორმხრივია, მაგრამ თუ თქვენ არ მოგეწონათ პირად სივრცეში ვინმეს შემოჭრა, ეს უკვე არასასურველობის ნიშანია.
5.ის აქტიურად გიზიარებთ ინფორმაციას – გოგონებს საკუთარ თავზე უფრო მეტად უყვართ საუბარი, ვიდრე მამაკაცებს. ასე რომ, თუ ქალი ბევრს გიყვებათ საკუთარ თავზე, ის მახეში საბოლოოდ გაება!
6. საუბარში აქტიური ჩართვა – ქალის ერთსიტყვიანი პასუხი, მისი სახის სერიოზული გამომეტყველება, დაძაბულობა – ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი საზოგადოებით აღფრთოვანებული არ არის. ხოლო ღიმილი, სიცილი, საუბარში აქტიური მონაწილეობა – იმის მანიშნებელია, რომ ქალი თავს კომფორტულად გრძნობს და სიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა.
7. გახსნილი პოზა – თუ ქალი დაძაბულია, თქვენ შორის რაიმე ნივთს დებს, გვერდულად ზის ან ხელები მკერდზე აქვს გადაჭდობილი – საქმე არც ისე კარგადაა. მაგრამ, თუ ქალის პოზა გახსნილია, თავითა და სხეულით თქვენკენ არის მოტრიალებული, იმის მანიშნებელია, რომ მას სიამოვნებს თქვენთან ერთად ყოფნა.
8.თქვენი ჟესტების იმიტაცია – მორიგი გადმონაშთი ჩვენი წინაპარი-პრიმატებისგან. როცა ჩვენ ვიმეორებთ ვინმეს ჟესტებს ან სიტყვებს, ეს დიდი სიმპათიის ნიშანია. ქალები ხშირად იქცევიან ასე, როცა მამაკაცისგან რაღაც სურთ.
9.თავის დახრა ღიმილით – კიდევ ერთი კოკეტური ჟესტი, რომელიც დაწვრილებით აქვს აღწერილი და შესწავლილი ვერბალური და არავერბალური ქცევების შემსწავლელ მეცნიერებას. ეს ჟესტი ნიშნავს, რომ მამაკაცმა დაიჭირა ქალის ყურადღება. ხოლო თავის დახრა ღიმილით, თვალის თვალში გაყრასთან კომბინაციაში, შესაძლოა მომაკვდინებლად მომხიბვლელი იყოს მამაკაცისთვის. ქალებმა კი ეს შესაშნავად იციან.
წყარო: მარაო.ჯი

კომენტარები

სხვა სიახლეები