12 ცნობილი ადამიანის უცნაური ჩვევა

ყველა ჩვენგანს აქვს თავისი ჩვევა: ზოგს ნიშნების ჯერა, ზოგსაც თავისი იღბლიანი პიჯაკის იმედი აქვს. ცნობილი ადამიანები გამონაკლისები არ არიან და მათაც აქვთ თავისი უცნაური ჩვევები. მაგალითად, ემილ ზოლია სკამზე იბამდა თავს, რადგან ასე უკეთ მუშაობდა.
ხოლო მისი თანამედროვე კოლეგა, მწერალი, დენ ბრაუნი, საერთოდ, თავდაყირა ეკიდა, მანამ სანამ ახალი შედევრის შექმნას დაიწყებდა.
1. შარლოტა ბრონტე

ინგლისელ მწერალს, შარლოტა ბრონტეს, ჰქონდა უნიკალური მეთოდი შემოქმედებით კრიზისთან გასამკლავებლად.
როდესაც ის ვერ ფიქრობდა რითმას, მიდიოდა სამზარეულოში და კარტოფილს თლიდა.
ასეთი მონოტორული სამუშაოს შემდეგ, შარლოტას შეეძლო, დაბრუნებოდა სამუშაო მაგიდას ახალი იდეებითა და ძალებით.

2. ვირჯინია ვულფი
ცნობილი ბრიტანელი მწერალი დროის მენეჯმენტის პრინციპებს მიყვებოდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ეს (დროის-მენეჯმენტი) ასე ცნობილი გახდებოდა: მას თავისი მოთხრობები, ორ დღეში ერთხელ, 2.5 საათი მუშაობით უნდა შეედგინა. ვირჯინიას ქონდა სპეციალური მაღალი მაგიდაც და მასთან ფეხზე დამდგარი წერდა. ეს უცნაური ჩვევა მას მისი დის ვანესა ბელის გამო გაუჩნდა, რომელიც ფეხზე მდგარი ხატავდა. ვირჯინიას არ სურდა, რამეში სუსტი ყოფილიყო, ამიტომ გადაწყვიტა, მასაც ფეხზე მდგომს ეწერა.

3. ალექსანდრე დიუმა — მამა
ალექსანდრ დიუმა, ყოველ დღეს, 6 საათზე დგებოდა, მიდიოდა ტრიუმფალურ არკასთან და ერთ ვაშლს ჭამდა. უცნაური ჩვევა ფრანგ მწერალს მკურნალი ექიმის მითითების შედეგად გაუჩნდა.
დიუმა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, ამიტომ ღამით, ხშირად, ვერ იძინებდა.
იმისთვის, რომ პაციენტისთვის ეიძულებინა, ადრე დაწოლილიყო, ექიმმა ასეთი ხრიკი მოიფიქრა – ადრე ადგომა და საუზმით გასეირნება.

4. ემილ ზოლიაემილ ზოლიამ იცოდა, რომ ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა ისე, რომ არაფერს ყურადღება არ გაეფანტა. ამიტომ, როცა ტექსტი უნდა მოეფიქრებინა და დაეწერა ფრანგი მწერალი თავის თავს სკამზე აბავდა. თუ ამ ხერხს არ მიმართავდა, მწერალი მუზას კარგავდა, ასე რომ, ზოლიამ ასე დაწერა “არ იწერება… არ იწერება… არ იწერება…” თუმცა თავის მეგობრებს ეუბნებოდა, რომ, ადრე თუ გვიან, დაიწერებოდა.

5. მიქელანჯელო

ვინ იფიქრებდა, რომ დავითის ქანდაკებისა და არაერთი შედევრის ავტორი საერთოდ არ იცავდა ჰიგიენას.
ცნობილი მოქანდაკესა და მხატვარს შეეძლო, რამდენიმე დღეს ევლო ერთი და იმავე ტანსაცმლით. ამასთან, ამავე სამოსით ძილი. მიქელანჯელოს ბანაობის ეშინოდა, ის მიიჩნევდა, რომ ეს ადამიანისთვის მავნებელია.

6. უინსტონ ჩერჩილი
ბრიტანელი პრემიერმინისტრი უცნაური ჩვევების მთელი სკივრია. მაგალითად, მას ძალიან უყვარდა შიშველი მუშაობა. ამიტომაც ერთიმეორის მიყოლებით მიდიოდნენ სამსახურიდან მისი მდივნები. ერთხელ მის კაბინეტში შევიდა თეოდორ რუზველტი და პოლიტიკოსი სრულიად შიშველი დახვდა, მაგრამ ჩერჩილს არ შერცხვენია და უბრალოდ უპასუხა: “ამერიკის პრეზიდენტისგან დასამალი არაფერი მაქვს”
7. ნაპოლეონ ბონაპარტი
ნაპოლეონ ბონაპარდი, უბრალოდ, აღმერთებდა ცხელ აბაზანას და, ამიტომაც, დღეში რამდენჯერაც კი სარგებლობდა.
პროცედურა გრძელდებოდა არანაკლებ ერთ საათს და სპეციალურად ერთი ადამიანი მუდამ უმატებდა ცხელ წყალს, რათა სასურველი ტემპერატურა შეენარჩუნებინა. თუმცა, ბანაობის დროს ფრანგი პოლკოვნიკი სტუმრებსაც იღებდა და წერილებზე პასუხებს წერდა.
ნაპოლეონი მიიჩნევდა, რომ აბაზანას აქვს სამწურნალო თვისება და ის ათავისუფლებდა გემატომებისგან. ამიტომაც, საბრძოლო მოგზაურობისასაც არასოდეს ავიწყდებოდა საყვარელი ტრადიცია.

8. კოლეტი
ფრანგ მწერალ კოლეტს ძალიან უყვარდა ცხოველები: მასთან ყოველთვის ცხოვრობდნენ კატები და ძაღლები. ცხოველები მას ეხმარებოდნენ დამშვიდებასა და შემოქმედებითი კრიზისის გადატანაში. ასე მაგალითად, როდესაც კოლეტმა არ იცოდა, რაზე დაეწერა, ცხოველებს აიყვანდა და რწყილებს ეძებდა. ხანდახან, სახლშიც დადიოდა სხვადასხვა პარაზიტის მოსაძებნდა. მათგან გათავისუფლების შემდეგ კი, კოლეტი მზად იყო ახალი შედევრების შექმნისთვის.

9. დენ ბრაუნი
თავისი რომანების დასაწერად დენ ბრაუნი უცნაურ ხრიკებს მიმართავს: მუშაობის დაწყებამდე ის, რამდენიმე წუთით, თავდაყირა ეკიდება. მწერალის აზრით, ეს ვარჯიში ეხმარება განტვირთვაში და მუზის გაღვიძებაში: “რაც უფრო ბევრს აკეთებ, მით უფრო ბევრს წერ”. მწერალს სახლში სპეციალური კედელიც კი აქვს ამისთვის.

10. პაპი ფრანცისკი
პაპი საკმაოდ პროგრესული პიროვნებაა. მას უყვარს პიცისა და ნაყინის მირთმევა, გულშემატკივრობს ფეხბურთის გუნდ “სან-ლორენცო დე ალმარგო”-ს, და უბრალოდ გიჟდება ტანგოზე. ამიტომ 78-ე დაბადების დღეს პაპისთვის წმინდა პეტრეს მოედანზე საცეკვაო ფლეშმობი მოაწყვეს: ასობით ადამიანმა იცეკვა “არგენტინული ტანგო”. ამ გზით მიულოცეს პირველ არგენტინელ პონტიფიკოსს ეკლესიის ისტორიაში დაბადების დღე.

11. სტივენ კინგი
საშინელებათა ჟანრის არაერთი წიგნის ავტორს აქვს თავისი საიდუმლო მათ დასაწერად. სანამ სამუშაო მაგიდასთან დაჯდება და ახალ შედევრს შექმნის, სტივენ კინგი აუცილებლად ტკბება თავისი საყვარელი ტკბილეულით – ჩიზქეიქით

12. ჯონი დეპი
ცნობილ მსახიობს ძალიან უცნაური ჩვევა აქვს: ის “ბარბის” თოჯინების კოლექციას აგროვებს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯონი თავის ქალიშვილთან,  ლილი-როუზთან ერთად თამაშობდა თოჯინებით; თუმცა, შემდეგ, ამან ისე ჩაითრია, რომ თავისთვის დაიწყო მათი ყიდვა. დეპს განსაკუთრებით უყვარს უნიკალური ეგზემპლარების ყიდვა, როგორიცაა ბიონსეს, ან ლინდსი ლოჰანის ასლი. თავად ბარბების გარდა, მსახიობი მათთვის აქსესუარებსაც ყიდულობს.

წყარო:https://kinogo.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები