84 წლის მილიარდერი მედიამაგნატი დაქორწინდა

მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი სუპერმოდელ ჯერი ჰოლზე დაქორწინდა. პატარძლის საქორწილო ბეჭედი მერდოკს 2,8 მილიარდი დოლარი დაუჯდა. მედიამაგნატი 84 წლისაა, მისი რჩეული კი 59-ის. ჯერი ჰოლი ყოფილი სუპერმოდელი და მსახიობია. წლების წინ მას რომანი მიკ ჯაგერთან ჰქონდა. ქორწილს სხვა სტუმრებთან ერთად მსახიობი მაიკლ კეინი, კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ ვებერი და სხვა პატივსაცემი სტუმრები ესწრებოდნენ. წყვილს წარსული ურთიერთობებიდან 10 შვილი და 13 შვილიშვილი ჰყავს: 6 შვილი მერდოკს, 4 კი – ჰოლს. პატარძალს მეგობრის – ვივიენ ვესტვუდის დიზაინით შექმნილი კაბა ეცვა, რომელიც 8 ათასი ფუნტი სტერლინგი დაჯდა. მერდოკი ერთ კვირაში 85 წლის ხდება. მანამდე მან მოასწრო და უკვე მეოთხედ დაქორწინდა. 59 წლის ჰოლისთვის კი ეს პირველი ქორწინებაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები