82 წლის პედოფილი თავის დანაშაულში 8 წლის გოგონას ადანაშაულებს

ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ოკლენდში მცხოვრებ 82 წლის პედოფილს სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მერე, რაც მოსამართლემ განაჩენი წაიკითხა, მამაკაცმა განაცხადა, რომ მის ათივე მსხვერპლს თავად სურდა, რომ მათზე ეძალადათ და ამით ტკბებოდნენ.
ასევე პიტერ ბრაიან ეშფორდმა განაცხადა, რომ ყველაფერი მისი პირველი მსხვერპლის ბრალია, რომელმაც დროულად სამართალდამცველებს არ მიმართა.
საბოლოოდ, ეშფორდმა 27 ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო. გოგონები, რომელთა ასაკიც 8-დან 13 წლამდე მერყეობდა სექსუალურ ძალადობას მისი მხრიდან სხვადასხვა პერიოდში, 50 წლის განმავლობაში განიცდიდნენ.
აღსანიშნავია, რომ სანამ მოსამართლე გადაწყვეტილებას კითხულობდა, პიტერი თავის უკვე ზრდასრულ მსხვერპლებს მიშტერებით უყურებდა, ამის გამო ის მათგან მოშორებით გადასვეს.
პედოფილი ამტკიცებდა, რომ ვერც კი ხვდებოდა, რომ მისი ქმედებები არასწორი იყო. მოხუცი ამბობდა, რომ მხოლოდ იმას აკეთებდა, რასაც მას სთხოვდნენ.
პიტერმა ბავშვების გაუპატიურება 1960-იან წლებში დაიწყო, როცა 30 წლის იყო. მისი პირველი მსხვერპლი 8 წლის იყო. როდესაც გოგონამ მომხდარის შესახებ დედას უამბო, მას არ დაუჯერეს. ამიტომ, პიტერის მიმართ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პერიოდში არ დაწყებულა.
მას მერე, რაც სასტიკ პედოფილს სასჯელი მიუსაჯეს, მისმა პირველმა მსხვერპლმა სასამართლოში თავისი მიმართვა წაიკითხა:
„50 წლის განმავლობაში მე იმ ტრავმით მომიწია ცხოვრება, რომელიც ამ ადამიანმა მომაყენა. პიტერ ეშფორდი სექსუალური მოძალადეა, რომელიც პატარა ბავშვებზე ნადირობდა და ეს არასდროს შეიცვლება. ის ადამიანებით მთელი ცხოვრება მანიპულირებდა.“
მისი მეორე მსხვერპლი 13 წლის იყო. პიტერი მასზე 1980-იან წლებში სამი წლის განმავლობაში ძალადობდა. შემდეგი ხუთი გოგონა პიტერმა რიგში დააყენა და ერთი მეორეს მიყოლებით გააუპატიურა. მამაკაცი მათ იმით აშინებდა, რომ იმ შემთხვევაში თუ მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ, მათ სასტიკად დასჯიდა.
ეშფორდისთვის გოგონების “მოხიბვლაში” ხელი არც ასაკს შეუშლია, ის 80 წლის ასაკშიც ამას აკეთებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები