რელსებზე ჩავარდნილი სამი წლის გოგონა მგზავრებმა გადაარჩინეს (ვიდეო)

სამი წლის გოგონა მეტროს ბაქნიდან რელსებზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი უკვე პლატფორმასთან იდგა. შემთხვევა ჩინეთში მოხდა. პატარას დედასთან ერთად ვაგონში მალე შესვლა სურდა, მაგრამ ვაგონსა და ბაქანს შორის არსებულ სიცარიელეში ჩავარდა. მგზავრებმა და სადგურში მომუშავე ადამიანებმა მისი გადარჩენისთვის ყველაფერი გააკეთეს.
როგორც ირკვევა, მატარებელი შემთხვევამდე რამდენიმე წამით ადრე გაჩერდა. დედას ბავშვისთვის ხელი ჰქონდა მოკიდებული, მაგრამ ბავშვის ვარდნა ვერ აიცილა თავიდან. მან მაშინვე დასახმარებლად ხალხს უხმო.
თვითმხილველმა გოგონას სასწაულებრივი გადარჩენის კადრები გადაიღო. კადრებში ჩანს, როგორ ამოჰყავთ ატირებული ბავშვი. საბედნიეროდ, მას არანაირი დაზიანება არ მიუღია და შემდეგი მატარებლით შეძლო მგზავრობა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები