8 საგანგაშო ნიშანი, რომ იძულებით ურთიერთობაში ხართ

ეს ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ფორმაა.
იძულებითი ურთიერთობაა ის, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთისგან ძალიან გადაიღალა, მაგრამ დაშორებას მაინც არ ჩქარობს. (ამის გამომწვევი მრავალი მიზეზი შეიძლება, არსებობდეს).
არსებობს გაჭიანურებული ურთიერთობები, სადაც პარტნიორები ერთმანეთზე უარყოფითად ზემოქმედებენ. სამწუხაროდ, კარგი მოკავშირეებიც შეიძლება, რომ ერთ დღეს იძულებით ურთიერთობაში მყოფ ადამიანებად გადაიქცნენ, თუ ყველა გამომწვევი ფაქტორი ემთხვევა.

აქ მოცემულია რამდენიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იმის შესახებ, რომ ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიდიხარ იძულებითი ურთიერთობისკენ, რომელიც გარდაუვალი შეიძლება, აღმოჩნდეს. მაშ ასე, დავიწყოთ.
1. თუ ფიქრობ,
რომ ურთიერთობისგან თავის დაღწევას მარტივად შეძლებ,
დაშორება რთული საქმეა იმ ადამიანებისთვის, ვისაც პარტნიორი უყვარს. ამიტომ, თუ ორივე პიროვნებამ ჩათვალა, რომ ერთმანეთისგან წასვლა ძალიან მარტივია და უერთმანეთოდ არ გაუჭირდებათ, მაშინ ყველაფერი ნათელია.
თუ იძულებით ურთიერთობაში ხართ, მის შეწყვეტაზე ფიქრი ისე ძალიან აღარ შეგაშინებთ, როგორც – ადრე.

2. თქვენ კამათობთ ყველა წვრილმანის გამო.
ურთიერთობაში, რომელშიც ნამდვილი სიყვარული ბინადრობს, პარტნიორები ფრთხილად ირჩევენ თავიანთ სიტყვებსა და მოქმედებებს. ეს იმიტომ, რომ ერთმანეთის დაზარალება არ სურთ. მაგრამ თუ ორი ადამიანი იძულებით ურთიერთობაში იმყოფებაა, ისინი თითქმის ყოველდღე ჩხუბობენ, რაც უმნიშვნელო მიზეზების გამოც ხდება.
ამგვარ სიტუაციებში ტოლერანტობა აღარსად იგრძნობა და უკვე აღარ არის შესაძლებელი ყველაფერზე თვალის დახუჭვა მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, ყველაზე უმნიშვნელო შეცდომა იყოს.

3. გრძნობთ, რომ მარტივად შეგიძლიათ, ერთმანეთისგან შორს დიდი დრო გაატაროთ.
იძულებით ურთიერთობებში ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ერთმანეთისგან შორს. ისინი ნეგატივისგან გათავისუფლებას ცდილობენ და სურთ, გარკვეული დრო გამონახონ, რომ ისიამოვნონ და სიმშვიდის შეგრძნებით დატკბნენ.
მოსიყვარულე პარტნიორებს, რომლებსაც ჭეშმარიტი გრძნობები აკავშირებთ, უჭირთ ცოტა ხნით განშორებაც კი. იგივე კი არ შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, რომელთა ურთიერთობებიც ამოწურულია. ცხადია ერთმანეთის მიმართ ინტერესი იკლებს, ისინი წყვეტენ მრავალფეროვნებაზე ზრუნვას ურთიერთობებში და შედეგად ერთმანეთთან დროსტარება უინტერესო ხდება.

4. სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ საპირისპირო სქესის სხვა ადამიანებს
თუ ადამიანი ამჟამინდელი ურთიერთობისგან უკმაყოფილოა, ის ახალ წყაროს ეძებს, რომელიც სიყვარულსა და ბედნიერებას მოუტანს. აქვე, სწორ ნიშნულამდე მივყავართ ამ ფაქტს და ვასკვნით: რომ იგი უფრო მეტად უკვე სხვა ადამიანებზე ფიქრობს, ვიდრე – პარტნიორზე ამგვარ ვითარებაში, ეს ბუნებრივი მოვლენაა.

5. თქვენ აღარ საუბრობთ თქვენს გრძნობებზე.
იძულებითი ურთიერთობის დროს უფრო მონდომებით ერიდებით თქვენს გრძნობებზე საუბარს. „ხმამაღლა საუბარი“ ან „გულის სიღრმეში“ რამის თქმაც შეგაშინებთ, რადგან იცით, რომ შეიძლება, მან აღარ მოგისმინოთ და თქვენი ემოციები არ გაიზიაროს. ეს იწვევს კიდევ ერთი უფსკრულის გაჩენას და კომუნიკაცია იზღუდება.

6. თქვენ ერთად აღარ აწყობთ სამომავლო გეგმებს
თუ პარტნიორი თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაშინ თქვენი თითოეული ნაბიჯი მიმართული იქნება ერთობლიობისა და იმისკენ, რომ ბედნიერი მომავალი გქონდეთ. თქვენ შეიმუშავებთ გეგმებს და დაისახავთ მიზნებს, რაც ხელს შეუწყობს ამ მომავლის რეალიზებას და შეგეწყობათ ხელი, რომ ოცნებები აიხდინოთ.

7. თქვენ მზად ხართ, მოატყუოთ პარტნიორს ნებისმიერ დროს.
მარტივია, ვერ მოიტყუებთ საყვარელ ადამიანს ხშირად, რადგან ეს ამორალურ საქციელად მიგაჩნიათ მაშინ,  თუ ნამდვილად გიყვართ. მაგრამ როდესაც ადამიანი იძულებით ურთიერთობაშია, წყვეტს სიმართლის თქმას და სათქმელს შორიდან უვლის. მათ ნაკლებად ეშინიათ სიმართლის გამჟღავნებისაც. ეს იმიტომ ხდება, რომ შეწყვიტეს ნერვიულობა, გაარკვევს თუ არა პარტნიორი ამ ყოველივეს. მიზეზი მარტივია: აღარ ეშინიათ პარტნიორის დაკარგვის.

8. ამ სტატიის წაკითხვის დროს, თუ უეცრად თქვენი თავი ამოიცანით.
თუ ეს ასეა, მაშინ ორი ვარიანტი გაქვთ: ან უნდა მიუჯდეთ პარტნიორს გვერდით, ესაუბროთ ყველაფერზე ღიად და გულწრფელად, ან უბრალოდ გაწყვიტოთ თქვენი ურთიერთობა და გაითავისუფლეთ თავი ტანჯვისგან, რომელიც მომავალში შესაძლოა, უფრო სერიოზულ ტრავმულ ვითარებასთან იყოს დაკავშირებული.

წყარო:https://marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები