8 გზა, თუ როგორ გავბედნიერდეთ ფსიქოლოგების რჩევით

1.ვისწავლოთ მადლობის გადახდა
როცა ჩვენ მადლობას ვუხდით ადამიანს, მაშინ ჩვენი გონება ფიქრობს პოზიტიურზე. ამ დროს გამომუშავდება სერატონინი, რაც დადებით ემოციებს იწვევს. ეს თერაპია ძალიან ხშირად გამოიყენება დეპრესიასთან საბრძოლველად.
2.  პრობლემის  გადაჭრის მცდელობა
როცა ჩვენ გვაქვს პრობლემა, ტვინი მომენტალურად იწყებს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას, თუ ეს გზა ვერ ვიპოვეთ, გაღიზიანებულები და დათრგუნულები ვართ. ამავე დროს, როცა ტვინი მუშაობს ამა თუ იმ საკითხზე, ეს აუმჯობესებს ლიმფურ სისტემას. გამოსავლის პოვნისთანავე  ვიწყებთ პოზიტიურად ფიქრს, რომ სამყარო უკეთესია  და ეს დადებითად აისახება ჩვენს ემოციურ განწყობაზე.
3. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, იყავით გაახსნილები
როდესაც რაღაცაზე უაზროდ ფიქრობ დღეების განმავლობაში, ჯობია, ეს რაღაც ხმამაღლა თქვა, ვინმეს გული გადაუშალო. ამ დროს ტვინის რამდენიმე ნაწილი მუშაობს, საბოლოოდ კი უარყოფთი ემოციები იმდენად დიდ გავლენას ვეღარ ახდენენ შენზე. როცა ამაზე საუბრობ, მაშინაც გამოიყოფა სერატონინი და ამბის დადებით მხარის დანახვაც შეგიძლია.
4. შეეხე და ჩაეხუტე
ადამიანის სოციალური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. განსხვავებული ფორმები ფიზიკური თანადგომისა, როგორიცაა შეხება და ჩახუტება. ჩახუტებას შეუძლია ადამიანის გამოჯანმრთელებაც კი დააჩქაროს. თუ შენ ცხოვრებიდან ამოიღებ ჩახუტებას, ეს ერთ–ერთი მიზეზი იქნება შენი მომავალი დეპრესიის, რადგან ამ დროს ტვინის ის ნაწილი, რომელიც ბედნიერს გვხდის, მოდუნებულია.
5.სწავლა, სწავლა და სწავლა!
ტვინისთვის ახალი ინფორმაციის დაგროვება, წინაპირობაა იმისა, რომ ის კარგად შეეგუოს ცვალებად გარემოს.  ამ პროცესში ჩვენი ტვინი ვითარდება და გამოიმუშავებს აგრეთვე დოპამინს – სიამოვნების ჰორმონს. თუ გინდათ, რომ ბედნიერი იყოთ, არ შეგეშინდეთ ახალი გამოწვევების და ყოველთვის ესწრაფეთ განათლებას!
6. მიჰყევი სპორტს
ფიზიკური აქტივობები სტრესია ჩენი სხეულისთვის, მაგრამ როგორც კი ეს სტრესი მთავრდება, მაშინვე გამოიმუშავებს ენდორფინებს, რომელსაც ასინთეზებს ჰიპოფიზის ჯირკვალი. მისი ეფექტის დახმარებით მცირდება ტკივილის შეგრძნება  და ხასიათი უნჯობესდება. შენ ამ ეფექტის მისაღწევად მარათონული სირბილი არ მოგიწევს, უბრალოდ საღამოს გასეირნებაც კი იგივე ეფექტს გამოიწვევს. სხვათა შორის, ასეთ გასეირნებას ბევრი მწერალი მიმართავს, რათა კრეატიულობა უფრო გააუმჯობესოს.
7. ყოველთვის ეცადე, რომ კარგად გამოიძინო
როცა ჩვენ გვძინავს (ღამე), ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს მელატონინს. ეს ჰორმონი ყველა პროცესს აფერხებს ორგანიზმში, გვეხმარება, აღვიდგინოთ ძალები და სერატონინის სინთეზი უფრო ძლიერდება ჰიპოთალამუსში. როგორც კი გათენდება, ტვინი გრძნობს ამას და მაშინვე გეღვიძებან თუმცა – დასვენებულს და აღდგენილს.
8.დაგეგმეთ სასიამოვნო საღამოები თუ უიკენდები
როცა შენ რაიმე სასიამოვნოს მოლოდინში ხარ, მაგალითად საჭმლის ან თუნდაც სექსის, მაშინ ჩვენი ორგანიზმი ბედნიერების ჰორმონს უფრო აქტიურად ასინთეზებს. ეს მოლოდინიც კი ძალიან სასიამოვნოა. ამიტომ უნდა დავუთმოთ ჩვენი დრო ასეთ სასიამოვნო წუთებს.

წყარო:http://www.pomada.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები