7 წესი, რომელიც უნდა დავიცვათ, როდესაც ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს

ბავშვებს ხშირად უწევთ ტემპერატურა მოულოდნელად, რაც ხანდახან მშობლებისთვის დამაბნევებელიც ხდება. იმისათვის, რომ ამ სიტუაციამ არ დააბნიოს გამოუცდელი მშობლები, გთავაზობთ 7 ოქროს წესს, რომელიც უნდა დაიცვათ ჰიპერთერმიის – მაღალი ტემპერატურის დროს.

1. ნუ იჩქარებთ დაუგდოთ ტემპერატურა მანამ, სანამ ტემპერატურა არ აიწევს 38-ზე. ამ დროს ორგანიზმი თვითონ ებრძვის ინფექციას, მაღალი ტემპერატურა აუცილებელია დამცავი მექანიზმების ეფექტური მუშაობისთვის.

2. არ შეიძლება მკურნალობა ასპირინითა და ანალგინით.

3. არ შეფუთნოთ ბავშვი სიცხის დროს. ოთახში უნ

და იყოს სუფთა ჰაერი და სიგრილე.

4. არ დაზილოთ ძმრითა და სპირტით, იმიტომ, რომ ეს შხამია ბავშვისთვის, ამ ყველაფერს ჩვეულებრივი, ნელ-თბილი წყალი სჯობს.

5. დაიმახსოვრეთ, რომ წამალი მოქმედებს ნახევარ საათში, ნუ ელოდებით, რომ წამლის მიღების შემდეგ, მისი გადაყლაპვისთანავე, ბავშვის სხეულის ტემპერატურა 36,6- ზე ჩამოვა და ნუ დაუმატებთ მაშინვე დოზას, რომ უკურეაქცია არ გამოიწვიოთ.

6. ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ წამლის ანოტაცია.

7. ამ დროს არ შეიძლება ბავშვს ტანზე დაადოთ ცივი საგნები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების სპაზმის პროვოცირება.

თუ ტემპერატურა მაღალია, სახეზე კი ბავშვი ფერმკრთალია, კიდურები ცივი აქვს, ე. ი. საქმე გვაქვს სისხლძარღვების სპაზმთან. მაშინვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, მანამდე კი დაუზილეთ ხელ-ფეხი, რათა სპაზმმა გაიაროს. გამორიცხეთ ფიზიკური გაგრილების ნებისმიერი მეთოდი და ოყნა.
მაშინ, როდესაც თქვენს პატარას უწევს ტემპერატურა, ნუ ჩავარდებით პანიკაში, გაიხსენეთ ეს რჩევები, ისინი დაგეხმარებიან აღმოუჩინოთ პირველადი დახმარება, რომელიც არ ავნებს თქვენს პატარას.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები