7 შეცდომა სამზარეულოში, რომელიც შეიძლება, ჯანმრთელობის გაუარესების ფასად დაგიჯდეთ

1. ერთი სამუშაო დაფა ყველა პროდუქტისთვის

სასურველია, მინიმუმ 2 სამუშაო დაფა გქონდეთ: ბოსტნეულისა და ხილისთვის და ხორცისთვის. ხორცის ბაქტერიები ხშირად ბოლომდე არ ირეცხება და შესაძლოა, სხვა კერძში მოხვდეს. უპირატესობა პლასტიკურ დაფებს მიანიჭეთ, რადგან ისინი უფრო იოლად ირეცხება, ვიდრე – ხის.

2. უმი კერძის ან ცომის გასინჯვა

ეს კატეგორიულად აკრძალულია. მასში ხშირად ბევრი ინფექციაა, რაც საკვებისმიერ მოწამვლას იწვევს. მაგალითად, ფქვილში, რომელშიც ცომია მოზელილი, შესაძლოა, იმალებოდეს ნაწლავის ჭია.

3. ხელების დაუბანებლობა

სხვადასხვა პროდუქტთან მუშაობისას საჭიროა ყოველი ეტაპის წინ ხელების დაბანა თბილი წყლითა და საპნით.

4. ხორცის გადნობა პირდაპირ მაგიდაზე ან წყალში

ბაქტერიები მრავლდება 4-60 გრადუსამდე ტემპერატურაზე. ამიტომ ხორცის გადნობა მაცივარში ან მიკროტალღურში სჯობს. სჯობს, ეს ხორცი არ გარეცხოთ და შეაშროთ მშრალი ქაღალდის ხელსახოცით, რადგან, როგორც წესი, უკვე გარეცხილ ხორცს ყინავენ. გარეცხვის შემდეგ კი საშიში ბაქტერიები შეიძლება, ნიჟარაში გავრცელდეს.

5. გასინჯვა, გაფუჭებულია თუ არა საჭმელი

თუ მცირე ეჭვი მაინც გაქვთ, რომ პროდუქტი გაფუჭებულია, სჯობს, მაშინვე გადააგდოთ და არ გამოსცადოთ საჭმლის მომნელებელი ორგანოები გამძლეობაზე.

6. მაცივარში შედგმამდე საჭმლის დიდი ხნით გაციება

პათოგენური ბაქტერიების გავრცელების ტემპერატურა უკვე იცით. ცხელი საჭმელი უმაცივროდ უნდა იყოს არაუმეტეს 1-2 საათისა, თორემ შეეცვლება გემო და შეიძლება, საკვებისმიერი მოწამვლაც მოხდეს. პიკნიკებისას გამოიყენეთ გადასატანი მაცივარი.

7. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელის იშვიათად გამოცვლა

ეს ყველაზე ბინძური საგანია სამზარეულოში, რომელზეც დიდხანს გროვდება ბაქტერიები. არ დაგეზაროთ მათი დეზინფიცირება 2 დღეში ერთხელ მაინც ან გამოცვლა 2 კვირაში ერთხელ.

წყარო: genius.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები