7 ფრაზა, რომელსაც არასოდეს წარმოთქვამენ წარმატებული ადამიანები

გაგაცნობთ რამდენიმე ფრაზას, რომლის ამოღება უმჯობესი იქნებოდა თქვენი სამუშაო ლექსიკონიდან, თუკი გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.
ყველა თუ არა, თითქმის ყველა ჩვენგანი ოცნებობს წარმატების მიღწევაზე, მაგრამ თქვენ მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა, შესაძლოა, წარმატების შანსი შეამციროს. აღმოჩნდა, რომ, ერთი შეხედვით, უვნებელმა ფრაზებმა, რომლებსაც წარმოთქვამთ, შეიძლება გამოიწვიოს კარიერიული ვარდნა, რის გამოც სასურველი პოზიცია თითქმის მიუღწეველი გახდება.
კარიერა – თქვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია საიმისოდ, რომ რამდენიმე ფრაზას მისი დანგრევის საშუალება მისცეთ. გვინდა, თქვენი ყურადღება მივაპყროთ 7 ფრაზას, რომლის ამოღება უმჯობესი იქნებოდა თქვენი სამუშაო ლექსიკონიდან, თუკი გინდათ, რომ დამსახურებულ წარმატებას მიაღწიოთ.

1. ეს მოვალეობები ჩემს ვალდებულებაში არ შედის

როდესაც თანხმდებით შემოთავაზებულ თანამდებობას, გაცნობიერებული გაქვთ, რა მოვალეობები და სამსახურებრივი დატვირთვა გელით. როგორც წესი, შემდგომში, ფუნქციური ვალდებულებები ფართოვდება და ახალი ამოცანებით ივსება. ზოგიერთი ამ მოვალეობათაგან თქვენთვის სასიამოვნოა, ზოგი კი, მხოლოდ ნეგატივს იწვევს. ბუნებრივია, თითოეული თქვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხვედრილა სიტუაციაში, როცა ხელმძღვანელობა ისედაც დატვირთულ მხრებზე ახალ ვალდებულებებს გაკისრებთ და ამ დროს ძალიან გინდათ, შეახსენოთ, რომ ეს თქვენს თანამდებობრივ ინსტრუქციაში არ შედიოდა.
ამ შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტია, განიხილოთ ხელმძღვანელობასთან თქვენი როლი კომპანიაში. ასეთი საუბარი საჭიროა იმისთვის, რათა ნათლად გაირკვეს თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. თუმცა, რა მძიმეც არ უნდა აღმოჩნდეს ისინი, ამ ფრაზის წარმოთქმა მაინც გაუმართლებელია, რადგან ამით ზარმაცის რეპუტაციას შეიქმნით.

2. ამის გაკეთება შეუძლებელია

თუკი მსგავს ფრაზებს წარმოთქვამენ ადამიანები სირთულეებთან შეჯახებისას, დაწინაურებაზე არც უნდა იოცნებონ. იმის ნაცვლად, რომ ხელი აიღოთ პროექტზე, შესთავაზეთ სამუშაოს შესრულების ალტერნატიული ვარიანტი. რეალურად ხომ, ცხოვრებაში არც ისე ბევრი რამ არის შეუძლებელი. მენეჯერთან და აღმასრულებელ დირექტორთა უმრავლესობა იმ თანამშრომელთა ხელშეწყობას ამჯობინებს, ვისაც სირთულეების არ ეშინია. ასე რომ, თუ რთულ დავალებას არ დანებდებით და საკუთარ გადაწყვეტას შესთავაზებთ, კომპანიის შეუფასებელი თანამშრომელი გახდებით.

3. ეს ჩემი შეცდომა არ არის

არავის სურს მუშაობა ადამიანებთან, რომლებიც დანაშაულს სხვას აბრალებენ. ბოლოსდაბოლოს, რაღაც მომენტში თქვენი ჯერიც დადგება. ასე რომ, სხვის შეცდომებზე მითითების ნაცვლად, სჯობს, ყველამ საკუთარზე აგოს პასუხი. შეცდომების აღიარების უნარი ადამიანის ის ღირსებაა, რომელიც სწავლის და შემდგომი ზრდის საშუალებას იძლევა. ხოლო როცა თითს იშვერთ საკუთარი კოლეგის მისამართით, ეს იმის ნიშანია, რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლა არ შეგიძლიათ.

4. მხოლოდ ერთი წუთია საჭირო

მსგავსი ფრაზა არასდროს წარმოთქვათ, თუკი 101 %-ით არ ხართ დარწმუნებული, რომ 60 წამი საკმარისია ამოცანის შესასრულებლად. როცა ამბობთ, რომ დავალებას „ერთ წუთში“ გაუმკლავდებით, ამით საკუთარ მიღწევას ამდაბლებთ. სინამდვილეში, თქვენ ასე სწრაფად ასრულებთ ამოცანას პროფესიონალური გამოცდილების და გამჭრიახობის მეშვეობით, თუმცა დაპირებით, რომ ამისათვის მხოლოდ ერთი წუთია საჭირო, ქმნით შთაბეჭდილებას, თითქოს, ყველას შეუძლია იგივე.

5. დახმარება არ მჭირდება

სასტიკი „მარტოხელა მგელი“ შესაძლოა, გახდეს მორიგი „ბოევიკის“ გმირი, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია, რომ იგი კომპანიის გმირად იქცეს. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ მარტო გაუმკლავდებით პროექტს ან მოიწყობთ კარიერას, მაგრამ გუნდური მუშაობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუ შეგიძლიათ იმუშავოთ გუნდურად, ეს ლიდერობის შესანიშნავი მაჩვენებელია. საეჭვოა აღმასვლა კარიერულ საფეხურზე, თუკი ყოველთვის მარტო იმუშავებთ.

6. ეს უსამართლობაა

ცხოვრება არასამართლიანია. ეს უსამართლობა ყველაფერში შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის კარიერაში. იმის ნაცვლად, რომ იწუწუნოთ, აუცილებელია ეძებოთ არსებული პრობლების ეფექტურად გადაჭრის გზა. პროექტი, რომელზეც ასე ოცნებობდით, თქვენს კოლეგას ჩააბარეს? ეს ისეთი უსამართლობაა! – შესაძლოა, მაგრამ მუდმივი პრეტენზიების გამოხატვის ნაცვლად, დაიწყეთ მუშაობა ბეჯითად. პროფესიულ ცხოვრებაში უპირატესობა მიანიჭეთ პრობლების გადაჭრის ძიებას, გამუდმებით უშედეგო წუწუნთან შედარებით.

7. ჩვენ ყოველთვის ასე ვაკეთებდით

ბიზნესში ყველაფრის „როგორც ყოველთვის“ კეთება არცთუ კარგი სტრატეგიაა. ამას დაადასტურებს ნებისმიერ კომპანია, რომელიც ექვემდებარებოდა წესებს, ღებულობდა სტატუს-კვოს, შედეგად კი – დაიწვა. მუდმივად ცვალებად ბაზართან ადაპტაცია – ეს თითქმის ერთადერთი საშუალებაა გადარჩენისა იმ ეკონომიკის პირობებში, რომელიც მუდმივად ფეთქდება სიახლეებით.
არ არის საჭირო ტენდენციების მონობა, თუმცა ღირს, რომ არ ჩაფლათ თავი ქვიშაში, იმ იმედით, რომ მალე ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შემობრუნდება. ამის ნაცვლად, დაიწყეთ სიახლეების შემოტანა, შესთავაზეთ პრობლემების კრეატიული გადაწყვეტა და ძალიან მალე, გახდებით ადამიანი, რომელიც სამომავლოდ კომპანიას უხელმძღვანელებს.
ყველა ჩვენგანი ოცნებობს წარმატებაზე, ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი სიტყვები არ იქცნენ ბარიერად წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ამოშალეთ ისინი ლექსიკონიდან და ნამდვილად იქცევით წარმატებულ პიროვნებად.
რას ფიქრობთ ამის შესახებ? რომელი ფრაზების წარმოთქმას მოერიდებით სამსახურში?

კომენტარები

სხვა სიახლეები