7 მარტივი გზა ავტოსაგზაო შემთხვევების რისკის შესამცირებლად

თუ ჯერ არ მოხვედრილხართ ავარიაში, შეგიძლიათ, თავი იღბლიან ადამიანად ჩათვალოთ.
თქვენ რომ საშუალო სტატისტიკური მძღოლი იყოთ და ამერიკის რომელიმე შტატში ცხოვრობდეთ, 12.9 წელიწადში ერთხელ მაინც შეატყობინებდით თქვენს სადაზღვევო კომპანიას შეჯახების შესახებ, საქართველოში კი ავარიის საფრთხე კიდევ უფრო რეალურია, გარდა ამისა, იმის შანსიც მეტია, რომ ეს ინციდენტი ფატალურად დასრულდეს. ჩვენს ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად 600-მდე ადამიანი იღუპება. ევროკავშირში ამ კუთხით ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ლატვიას აქვს, ჩვენი სტატისტიკა კი მათზე 1.5-ჯერ უარესია. თუ მიმოხილვის არეალს კიდევ უფრო დავავიწროვებთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო პირველ სამეულში შედის. ასე რომ, თუ ამ სტატიას კითხულობთ, უკვე ძალიან გაგიმართლათ.
წარმოვიდგინოთ, რომ მართვის მოწმობა 18 წლის ასაკში აიღეთ და მას შემდეგ საჭეს არ მოცილებიხართ. საკმაოდ დიდი შანსია, რომ 32 წლამდე ერთ ავარიაში მაინც ამოყოთ თავი. ხოლო, თუ მანქანის მართვას მთელი ცხოვრების განმავლობაში გააგრძელებთ, 4-5 შეჯახებას მაინც მოესწრებით.
იმედია, ეს შეჯახებები სავალალო არ იქნება, მაგრამ დაზუსტებით ამას ვერავინ გეტყვით. კარგი მძღოლობა – ერთია, მაგრამ ყველა ფაქტორს თქვენ ვერ გააკონტროლებთ (ამინდი, სხვა მძღოლები, მანქანის მოულოდნელი გაუმართავობა…).
რა არის დამოკიდებული უშუალოდ მძღოლზე და როგორ შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ საგზაო რისკები?
1.მართეთ ყოველთვის ფხიზელმა
ყველას გვყავს ერთი მეგობარი მაინც, რომელიც თავზეხელაღებული გართობის მერეც კი მანქანით ბრუნდება სახლში. პრინციპში, რაკი ლოკალურ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, ყველას გვყავს ერთი მეგობარი მაინც, რომელიც საჭესთან ნასვამი არასდროს ჯდება, სხვები კი – მეტ-ნაკლებ სიმთვრალეს პრობლემად სულაც არ თვლიან, და თუ ყველას გვყავს ასეთი მეგობრები, ესე იგი, გზებზეც სწორედ ეს ადამიანები მოძრაობენ.
სამწუხაროდ, ყველას არ ესმის, რომ მობილიზებული გონება მძღოლის მთავარი ინსტრუმენტია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2010 წელს არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის დროს მომხდარი 196 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 30 სასიკვდილო შედეგით დასრულდა.
2. მოერიდეთ მართვას “ვამპირის საათებში”
გზებზე ყველაზე სახიფათო და მომაკვდინებელი “ფანჯარა” ღამის 12-დან 3 საათამდეა. განსაკუთრებით კი, შაბათსა და კვირას. ამ დროს ყველაზე მეტი არაფხიზელი მძღოლი მოძრაობს გარეთ და თქვენი რეფლექსებიც შედარებით შენელებულია. ეცადეთ, თავი აარიდოთ ღამით საჭესთან ჯდომას, მაგრამ თუ აუცილებლად უნდა წახვიდეთ სადმე, ჩვეულებრივზე მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.

წყარო:http://driver.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები