65 წლის მილიარდერი სასქესო ორგანოს პლასტიკური ოპერაციის დროს დაიღუპა

65 წლის ბელგიელი მილიარდერი, ექსუდ არიე ლანიადო, რომელმაც კომპანია “Omega Diamonds” დააარსა, საფრანგეთში სასქესო ორგანოს პლასტიკური ოპერაციის დროს დაიღუპა საკუთარი ქონება ლანიადომ ბრილიანტებით იშოვა. მას მსოფლიოში ძვირფასი ქვების შეფასების ერთ-ერთ მთავარ ექსპერტად თვლიდნენ. 2015 წელს მან ბრილიანტი “ჟოზეფინას ცისფერი მთვარე” 48,5 მილიონ დოლარად გაყიდა. მედიის ცნობით, მილიარდერი გულის შეტევით, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სასქესო ორგანოში გარკვეული პრეპარატი შეიყვანეს.
ბიზნესმენი მონაკოში ყველაზე ძვირადღირებულ პენტჰაუსს ფლობდა, ასევე სახლს ბელ-ეირისთან ახლოს, სადაც მოდელებთან ერთად დროს ხშირად ატარებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები