ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცებს ეძებენ…აქ მამაკაცების დეფიციტია!

4226
SHARE

ავსტრალია არის სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. ქვეყანა მოიცავს, როგორც საკუთრივ მატერიკს, ასევე კუნძულ ტასმანიას და სხვა მცირე კუნძულებს. ეს არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით. ავსტრალიის მოსახლეობა ბოლო აღწერების თანახმად 25 მილიონს შეადგენს. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა.

დედაქალაქის გარდა ქვეყანაში პოპულარობით გამოირჩევა ქალაქები: სიდნეი, პერთი, მელბურნი, ადელაიდა და ბრიზბრენი.

ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების ინდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური, პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით.

ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.2016011700131067247 2016011700151567247 2016011700164867247 2016011700191067247 2016011700224567247 2016011700235567247 2016011700261967247 2016011700280467247 2016011700305667247 2016011700310167247 2016011700310567247 2016011700310967247 2016011700311667247 2016011700312067247 2016011700312567247 2016011700312967247 2016011700313667247 2016011700314067247 2016011700314567247

Comments

comments