80-წლიანი ქორწინება – ყველაზე ხანდაზმული წყვილი ეკვადორში ცხოვრობს

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ეკვადორში ცხოვრობს – 110 წლის ხულიო სეზარ მორა და 104 წლის ვალდამინა კინტეროსი. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. წყვილი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

მათ ერთმანეთი 1934 წელს გაიცნეს და 6 წლის შემდეგ ფარულად იქორწინეს, რადგან მშობლები კატეგორიულად წინააღმდეგები იყვნენ.

„ჩვენ არასდროს დავშორებულვართ. მსგავსი რამ თავშიც არ მოგვსვლია. ყოველთვის სიმართლე უნდა თქვათ, არასდროს მოიტყუოთ“, – ამბობს ქალი.

რეკორდსმენ წყვილს 5 შვილი, 11 შვილიშვილი, 21 შვილთაშვილი და 9 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები