6 წლის ანა ავალიანის ოჯახი საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს სასწრაფოდ დახმარებისთვის მიმართავს

ფლორენციაში მცხოვრები 6 წლის ანა ავალიანის ოჯახი დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიმართავს. გოგონას მშობლები შვილის საქართველოში სასწრაფოდ გადმოყვანაში ითხოვენ დახმარებას.

6 წლის ანას ლეიკემიის უმძიმესი დიაგნოზი აქვს დასმული და დიდი ხნის განმავლობაში ფლორენციაში მაიერის კლინიკაში მკურნალობდა. თუმცა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და მცირეწლოვანის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ექიმების თქმით გოგონას რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა. მშობლებს სურთ სამშობლოში დააბრუნონ მომაკვდავი შვილი რაც შეიძლება სწრაფად. პაციენტს სპეციალური ტრანსპორტირება სჭირდება. ოჯახმა თხოვნით მიმართა საქართველოს საკონსულოს რომში თუმცა ჯერჯერობით მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არაა.

ავალიანების ოჯახი თხოვნით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს დახმარება გაუწიონ 6 წლის ანას სამშობლოში დროულად დასაბრუნებლად.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები