6 შვილის მამა შვილების პიროვნულ ფორმირებას მორჩილებით ელოდება – როგორია მამა პეტრეს მრავალშვილიანი ოჯახი

მამა პეტრე FACEBOOK-ში მისი 6 შვილის ფოტოს აქვეყნებს და საკუთარი ოჯახის შესახებ წერს. ამბობს, რომ არ აქვს უფლება შვილების არჩევანში შეზღუდვის და მათი გადაწყვეტილებების ხელშეშლის.  ღვთისმსახურის განმარტებით,  ღვთის შემდეგ მათი ოჯახი წიგნებს ეთაყვანება.  მისი ცოლ-შვილისთვის  როგორც მამა პეტრე ამბობს, ღმერთი არ არის გალიაში ჩაკეტილი იდეა, ის აბსოლუტური თავისუფლება და გონია.

1901307_891291447612472_2879989983039481832_n

„ეს ჩემი ოჯახია, ყველაფერზე ძვირფასი და აღმატებული. ჩვენ ყველას საკუთარი მიზნები და მისწრაფებები გაგვაჩნია. ხშირად არ მოგვწონს ერთმანეთის შეხედულება, მაგრამ პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს. ვმეგობრობთ ნებისმიერი რელიგიის თუ კონფენციის წარმომადგენელთან, მრწამსით კი ვიცავთ მართლმადიდებლობას… ვარ ქართული სამოციქულო ეკლესიის ღვთისმსახური, მაგრამ ხშირად დავდივართ სპექტაკლებზე, კინოში, შემოქმედებით ღონისძიებებზე… ვცდილობთ გვიყვარდეს ყველა, მოვისმინოთ ჯანსაღი კრიტიკა და ვაპატით აგრესია… ღვთის მერე ვეთაყვანებით წიგნებს… შეგნებულად ვუდგებით პიროვნულ სირთულეებს… ვცდილობთ გავიგოთ ექვსი მოზარდის ფსიქოლოგიური ქარტეხილები და მორჩილებით ველოდებით პიროვნულ ფორმირებას… ვგმობთ ძალაბობას… გვძულს სიძულვილი… ჩვენთვის ღმერთი არ არის გალიაში ჩაკეტილი იდეა, ის აბსოლუტური თავისუფლება და გონია… ჩვენ ერთმანეთს არ ვუზღუდავთ აზროვნებას… მე, მამა პეტრე, ღვთისმსახური ვთვლი, რომ ყოველვის მქონდა არჩევანის თავისუფლება და გავხდი მღვდელი… არ მაქვს უფლება ჩემი შვილი შევზღუდო არჩევანში და ხელი შევუშალო მის გადაწყვეტილებებს, თუ ის ნორმას არ გაცდება… უფლის წინაშე ყველა ინდივიდუალურად ვაგებთ პასუხს. მე ჩემი მომეკითხება, მაგრამ ჩემს შვილს ჩემი არა, საკუთარი მოეთხოვება… მთავარი კი საკუთარი ცხოვრების ქონაა… ნუ გადავლახავთ ერთმანეთის საზღვრებს… გახსოვდეთ, ყველას თავისი უფლებები გააჩნია…“ – წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე.

კომენტარები

სხვა სიახლეები