„ბორჯღალოსნების“ ტრიუმფალური დაბრუნება – ემოციური დახვედრა  სამშობლოში (ფოტოკოლაჟი)

ბრიტანეთიდან დაბრუნებულ „ბორჯღალოსნებს“ ქართველმა გულშემატკივარმა და რიგითმა მგზავრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხურვალე დახვედრა მოუწყვეს. ბევრი ემოცია, ავტოგრაფები და ფოტოები ქომაგებთან. გულშემატკივრებმა საკუთარი განცდები ქართველ მორაგბეებს პირადად გადასცეს. სამშობლოში წუხელ ნაკრების მოთამაშეები, მწვრთნელები, მენეჯერები, ექიმები და გუნდის სხვა წევრები დაბრუნდნენ. ნაკრების რამდენიმე მორაგბე (მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან დათუნაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, ლაშა მალაღურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, კოტე მიქაუტაძე) პირდაპირ საფრანგეთში გაფრინდა და საკუთარ კლუბებს დაუბრუნდა.

მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად დახვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია, შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძეც. რაც შეეხება რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძე ინგლისში მსოფლიოს თასის დასრულებამდე დარჩება, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და სხვა ქვეყნების რაგბის კავშირის პრეზიდენტებთან საქმიან შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 2 გამარჯვება მოიპოვა და 2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა. ც-ჯგუფში მესამე ადგილს და შესაბამისად მომდევნო მსოფლიოს თასის საგზურს საქართველოს ნაკრები იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ ტონგა ახალ ზელანდიას დაამარცხებს, რაც თითქმის წარმოუდგენელია.

მილტონ ჰეიგის გუნდმა 19 სექტემბერს ტონგა 17:10 დაამარცხა, 25 სექტემბერს არგენტინასთან 9:54 დათმო, 2 ოქტომბერს კი ახალ ზელანდიასთან მატჩი 10:43 წააგო. 7 ოქტომბერს გადამწყვეტი შეხვედრა ნამიბიასთან გამართა და 17:16 გაიმარჯვა.

11047926_907348339331941_463058453990275552_n 12072674_907348695998572_5450318628179072694_n 12079156_907348395998602_4046326835163691866_n 12079168_907348552665253_3389315069918439153_n 12079252_907348872665221_9051517508397150170_n 12079281_907349199331855_3217027014177392311_n 12088148_907348139331961_8633754758018304799_n 12096129_907348622665246_7770922329058293635_n 12096280_907348805998561_6295075562779769906_n 12105708_907349085998533_6584639699094842211_n 12106743_907348782665230_1510131299701184186_n 12106745_907349082665200_1316930509977966094_n 12106980_907348482665260_2880768716304568156_n 12107123_907349299331845_5578305036735634620_n 12107843_907349002665208_3984685487562685255_n 12108261_907348249331950_419747797262768510_n 12109130_907349132665195_5389879789805669457_n 12115765_907347952665313_3460638428420406654_n 12115853_907347955998646_5486394125054335906_n 12115862_907348799331895_7420679397491786266_n 12118705_907348159331959_6378139106708502697_n 12119046_907348289331946_4218871098863289239_n 12122960_907349239331851_5637040860208366576_n 12138444_907349192665189_8529030663003095991_o 12141493_907349165998525_4443548165342351662_n 12143245_907349322665176_8471225455932031054_n 12143272_907348129331962_154433335875979089_n 12143326_907348442665264_8726672343142854561_n 12144878_907347972665311_1839935065575550114_n

კომენტარები

სხვა სიახლეები