6 მითი სექსის შესახებ – ქალბატონებო ეს იცოდით?

რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, სექსი უფრო სასიამოვნოა.

ერთი შეხედვით ეს მითი რეალობას მოკლებული არ არის, რადგან ახალგარდობისას გარეგნული მონაცემები ხელს გიწყობს და ცილობ, უფრო მეტი სიამოვნება მიანიჭო პარტნიორს, მაგრამ რეალურად რაც უფრო გამოცდილი ხარ და მით უფრო მარტივად შეგიძლია აქტი დაუვიწყარ რეალობად აქციო.

ქალს მხოლოდ სქესობრივი აქტის დროს შეუძლია განიცადოს ორგაზმი.

რეალობა კი სხვანაირია. ქალების დაახლოებით 75 პროცენტი ვერასოდეს აღწევენ ორგაზმს ვაგინალური სქესობრივი აქტის დროს. მათ ხშირად დამატებითი სტიმულირება სჭირდებათ სიამოვნების განსაცდელად.

ქალებს ნაკლებად აინტერესებთ სექსი, ვიდრე მამაკაცებს

საბედნიეროდ, ეს ყველაზე მცდარი მოსაზრებაა. ქალს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში სძულდეს სექსი, თუ ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი გახდა ან განსაკუთრებულად მკაცრი მამაკაცების გარემოცვაში იზრდებოდა. რეალურად კი სქესობრივად დაკმაყოფილებული ქალი ბედნიერი და მოსიყვარულეა.

სიამოვნება სასქესო ორგანოს ზომაზეა დამოკიდებული

ეს სულელური მითი დიდი ხანია რაც დაინგერა, რადგან რეალურად მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომა კი არ განსაზღვრავს სიამოვნებას, არამედ ის თუ რამდენად ალერსიანია მამაკაცი და იცის, როგორ გამოიყენოს საკუთარი ფიზიკური მონაცემები დაუვიწყარი სიამოვნების მოსანიჭებლად.

რაც უფრო გამომწვევია ქალი, მით უფრო სასიამოვნოა მასთან სექსუალური ურთიერთობა

არ დაიჯეროთ, რადგან შეიძლება ამ მეთოდმა ორჯერ ან მაქსიმუმ სამჯერ გაჭრას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა სასურველი, რეალურად კი იდუმალი იმიჯით უფრო მარტივად დააინტერესებთ და საწოლამდე ადვილად მიიტყუებთ სასურველ მამაკაცს.

ქალების 10 პროცენტი აქტის დროს ტკივილს განიცდიან

ეს რაოდენობა გაცილებით მაღალია და ბოლო კვლევების მიხედვით 30 პროცენტამდე მიაღწია. ტკივილი გაუსაძლისი მაშინ ხდება, როდესაც პარტნიორი თქვენში ვნებას არ აღძრავს ან აქტი მოუმზადებლად, მოულოდნელად დაიწყეთ.

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები