5 ყველაზე საშინელი ხანძარი მსოფლიოში

დედამიწა,  არსებობის მილიარდობით წლის განმავლობაში, არაერთხელ გამხდარა უამრავი სტიქიური უბედურების ადგილი, რასაც ხშირად ადამიანების სიცოცხლე, ფლორა და ფაუნა ეწირებოდა.
სტიქიურ უბედურებას განეკუთვნება, ასევე, ბუნებრივ პირობებში წარმოქმნილი ხანძარი, მაგრამ ამ უკანასკნელის გამოწვევა ფართო მასშტაბით  ხელოვნური საშუალებებითაც მოსახერხებელია.
მსოფლიოში 2017 წლის  მონაცემებით 5უდიდესი ხანძარია ცნობილი.
1.სან ფრანცისკო – ცნობილია, როგორც დიდი ხანძრის კერა. 1906 წლის 18 აპრილის  მიწისძვრის შემდეგ, მოსახლეობის ნაწილმა დაზღვევის მიზნით საკუთარ სახლებს ცეცხლი წაუკიდა, დაზიანებული წყლის სისტემის გამო ხანძრის დროული ჩაქრობა ვერ მოხერხდა, რასაც დაერთო სახანძრო სამსახურის უფროსის სიკვდილი და მეხანძრეთა ქაოსური მუშაობა.
საერთო ჯამში, ხელოვნური გზით გამოწვეულმა ხანძარმა 3000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 25000 სახლი მთლიანად დაიწვა.

2. ტეხასი -1947 წელს ფრანგულ სატვირთო გემზე გამოწვეული ხანძრის მიზეზი უდიერად დაგდებული სიგარეტი აღმოჩნდა. გემზე  2300 ტონა ამონიუმის გვარჯილა მთლიანად აფეთქდა, ხანძარი პორტში მდგომ სხვა გემებსაც მოედო. საერთო ჯამში, დაიღუპა 600 ადამიანი და დაიწვა ათასამდე შენობა.3.ახალი შოტლანდია -1917 წელს ჰალიფაქსის ნავსადგურში ერთმანეთს ორი სატვირთო გემი შეეჯახა. ერთ-ერთ მათგანს ასაფეთქებელი ნივთიერებები ევროპაში სამხედრო მიზნით გადაჰქონდა. აფეთქებას დაერთო ცუნამიც. შეეწირა 2000 ადამიანი.

4.ტოკიო -1923 წელს ტოკიო ძლიერმა მიწისძვრამ შეძრა, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია. ამ ყველაფერს თან დაერთო ქარი, რომელსაც ცეცხლი შორ მანძილზე გადაჰქონდა, კონკრეტულ ერთ მონაკვეთზე 40 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საერთო მასშტაბი კი გაცილებით დიდი იყო.

5.რომი -64 წელს რომში 5-დღიანი ხანძარი მძვინვარებდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ფაქტი ქრისტიანთა დივერსიას მიეწერება. რომის 14 უბნიდან 10 მთლიანად გადაიწვა. იყო მსხვერპლი, რასაც თან დაერთო კულტურული მემკვიდრეობის განადგურება.

ქვეყნებს მილიონობით  დოლარი დასჭირდათ, რომ მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ინფრასტრუქტურის დახვეწა და მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლებოდათ. აღნიშნულმა ხანძრებმა ქვეყნებს უდიდესი მორალური და ფინანსური დანაკარგი მოუტანა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები