5 უდიდესი აღმოჩენა, რომელიც მეცნიერებმა საფლავში წაიღეს (ვიდეო)

უსადენო ელექტროობა
ნიკოლა ტესლა ცნობილი ფიზიკოსი და გამომგონებელი იყო, რომელმაც დროს გაუსწრო. ტესლა 1856 წელს ხორვატიაში დაიბადა. სწორედ მას ეკუთვნის იდეა, რომელსაც კაცობრიობის განვითარების შეცვლა შეეძლო. იდეის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ აეშენებინათ უზარმაზარი სიმაღლის კოშკი (”ტესლას კოშკის” სახელწოდებით), რომელიც დედამიწის იონოსფეროს ენერგიად, ხოლო უშუალოდ ჩვენს პლანეტას გამტარად გამოიყენებდა და ელექტროენერგიას მთელი მსოფლიოს მოსახლეობისათვის იოლად ხელმისაწვდომს გახდიდა.
1905 წელს ტესლამ ამ პროექტის რეალიზება დაიწყო, თუმცა აშშ-ში დაწყებულმა კრიზისმა პროგრამა, რომლის შესრულებასაც საკმაოდ დიდი თანხები ესაჭიროებოდა, შეაჩერა.
ტესლა 1943 წელს გარდაიცვალა და უსადენო ელექტროობის საიდუმლო საფლავში წაიღო.

მუდმივი ძრავა

1712 წელს იოჰან ბესლერმა განაცხადა, რომ მუდმივი ძრავა გამოიგონა. მეცნიერი ხუთი წელი ატარებდა ექსპერიმენტებს და ბოლოს შეძლო საზოგადოების დარწმუნება, რომ მართლაც ნოვატორული რამ გამოიგონა. მოწყობილობა წარმოადგენდა ერთგვარ ბორბალს, რომელსაც ტვირთის ატანა გარკვეულ სიმაღლეზე შეეძლო. ექსპერიმენტის ოფიციალურ ჩანაწერებში მითითებული იყო, რომ  ადამიანის ჩარევის გარეშე, მოწყობილობამ 54 დღე იმუშავა. ექსპერიმენტს თვალს ცნობილი მათემატიკოსები, ფიზიკოსები და ფილოსოფოსები ადევნებდნენ, თუმცა ვერცერთმა გამოიცნო ძრავის მუშაობის პრინციპი.
ბესლერი თავისი გამოგონების საფასურად 20 000 ფუნტს ითხოვდა. მისი გამოგონებით რუსეთის იმპერატორი, პეტრე პირველი დაინტერესდა, თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა. იოჰან ბესლერმა იფიქრა, რომ მისი გამოგონების მოპარვა სურდათ და მისი განადგურების გადაწყვეტილება მიიღო. თანამედროვე მეცნიერები დღესაც ცდილობენ ბესლერის ჩანაწერების გაშიფვრას, თუმცა უშედეგოდ.

ეგვიპტის პირამიდების საიდუმლო

ედვარდ ლიდსკალნენი წარმოშობით ლატვიელი იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში ლიდსკალნენმა ე.წ. მარჯნის სასახლე ააგო, რომლის მასშტაბები და მშენებლობის ტექნოლოგია დღესაც თავგზას ურევს მეცნიერებს.
ედვარდს შეეძლო 30-ტონიანი ქვის ლოდები მარტოდმარტო გადაეადგილებინა. არსებობდნენ თვითმხილველები, რომლებიც ჰყვებოდნენ, თუ როგორ აშენებდა ედვარდი თავის სასახლეს. ორი მათგანი ამბობდა, რომ დაინახეს, თუ როგორ დაფრინავდა ლოდები ჰაერში და თავისით ეწყობოდა ერთმანეთზე, სხვები ამტკიცებდნენ, რომ ლიდსკალნენს რაღაც უცნაური მოწყობილობა ჰქონდა, რომელიც ხის შტატივს წააგავდა. სხვები ამბობენ იმასაც, რომ ედვარდ ლიდსკალნენი რაღაც საიდუმლო შავ ყუთს ფლობდა, რომელსაც სტაბილირებად მუდმივ ძრავას უწოდებდა.
ლისკალნენი 1951 წელს გარდაიცავლა. ამის შემდეგ მისი სასახლე ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა გახდა.
ლიდსკალნენი ამტკიცებდა, რომ მან ეგვიპტის პირამიდების აშენების საიდუმლო აღმოაჩინა, თუმცა რაში მდგომარეობდა ეს საიდუმლო, მეცნიერმა მისი გამხელა ვერ მოასწრო ან არ მოისურვა.

ზემტკიცე პლასტმასი
ინგლისელმა გამომგონებელმა, მორის უორდმა მე-20 საუკუნის 80–იან წლებში თერმომდგრადი პლასტმასი შექმნა, რომელიც 10 000 გრადუს ცელსიუსს უძლებდა. უორდის ქმნილებას შეეძლო ისეთი დარტყმისთვის გაეძლო, რომლის ძალაც 75-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის ძალას.
გამომგონებელმა ამ მასალას “Starlite” უწოდა. უორდის გამოგონებით NASA დაინტერესდა, თუმცა მეცნიერმა იფიქრა, რომ მისი პირმშოს ხელში ჩაგდება უფასოდ უნდოდათ, ამიტომ უორდმა უარი თქვა თავისი ყველაზე წარმატებული პროექტის გაყიდვაზე.
უორდი 2011 წელს მოკვდა და ზეგამძლე მასალის ფორმულა თან გაიყოლა. მან მხოლოდ ის გაამხილა, რომ ფორმულა 20-ზე მეტ ორგანულ პოლიმერს და კერამიკის უმნიშვნელო დოზას შეიცავდა.

კოდ Т52-ის საიდუმლო

1940 წელს შვედეთი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. დასავლეთში გერმანია და ადოლფ ჰიტლერი, აღმოსავლეთში ბოლშევიკური რუსეთი. ამ რთულ პოლიტიკურ სიატუაციაში შვედეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სცოდნოდა, რა ხდებოდა და რა ზრახვები ჰქონდა, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს.
შვედებმა სპეციალური აპარატის, T52-ის კოდის გაშიფრვა გადაწყვიტეს, რომელსაც გერმანელები ზესაიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად იყენებდნენ. T52-ის მიერ გადაცემული ნებისმიერი შეტყობინების გაშიფვრაა შეუძლებლად ითვლებოდა, თუმცა მათემატიკის შვედმა პროფესორმა, არნე ბიორლინგმა არა მარტო შეძლო T52-ზე დაბეჭდილი შეტყობინებების გაშიფვრა, არამედ მანქანის კოდის ამოხსნაც მოახერხა. შვედები პირველები იყვნენ, ვინც შეიტყო, რომ ჰიტლერი სსრკ-ზე თავდასხმას აპირებდა.
როცა ბიორლინგს კითხეს, როგორ მოახერხა მანქანის კოდის ამოხსნა, მან განაცხადა: ”ილუზიონისტი არასოდეს ამხელს თავისი ტრიუკის საიდუმლოს”.
1986 წელს ბიორლინგი გარდაიცვალა და საიდუმლო საფლავში წაიღო. ამ შიფრის ამოხსნა დღემდე ვერავინ შეძლო.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები