5 კატასტროფიული შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ შვილების აღზრდის დროს

გასაგებია, რომ მშობლობას არსად არ ასწავლიან და პროფესიონალი მშობლები არ არსებობენ. მაგრამ ზოგჯერ ლოგიკის ჩართვა გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ სერიოზული შეცდომები.

ვინ არის აქ უფროსი?
არ გინდა თევზი? – მიირთვი ქათამი. არ გინდა სეირნობა? – იჯექი და უყურე მთელი დღე მულტფილმებს. არ გინდა ბებოსთან დარჩენა? – კარგი, საყვარელო, დედიკო არ წავა სტუმრად.
ფიქრობთ მშობლის ასეთი საქციელი აგრძნობინებს ბავშვს, რომ იგი საყვარელია? არა, ბავშვი ბედნიერია, როდესაც მის წინაშე ჩვეული და ტრადიციული სურათია: ვინც უფროსია, ისაა მთავარი.

პატარაა და რა ქნას?
სტუმრად მოაწყო ისტერიკა, კაფეში ისროდა საჭმელებს. – ნუ რა ვქნა,ის ხომ პატარაა…
სდექ! რა ასაკამდე იქნება ის “პატარა“? იქნებ მანამ, სანამ უფროსები არ ეტყვიან კონკრეტულად – რა შეიძლება და რა არა? არაფრის დაშლა – არ არის აღზრდა.

ვეძებთ იოლ გზებს
პლანშეტი, კომპიუტერი, ტელევიზორი – აძლევს საშუალებას დედას, დაისვენოს, მშვიდად დალიოს ერთი ჭიქა ყავა, გააკეთოს ოჯახის საქმეები, სანამ პატარა ეკრანთან იჯდება. მაგრამ ამ ყველაფრის ბოროტად გამოყენება ნიშნავს დათვური სამსახური გაუწიო ბავშვსაც და საკუთარ თავსაც. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში თქვენ დაიწყებთ ფსიქოლოგის ძებნას ან იმაზე ფიქრს, როგორ გადააჩვიოთ ბავშვი კომპიუტერს.

მშობლები – მერე!
ვის მივცეთ ტორტის პირველი ნაჭერი? – დათუნას! ვის მივცეთ ლამაზი ვაშლი?- ნინიკოს! ვის მოუნდა გვიან ღამით ლიმონათი? ახლა მამიკო გაიქცევა და მოუტანს მაღაზიიდან!
თუ მშობელს თავისი ნებით სურს გახდეს მოსამსახურე, არსებობს რისკი იმისა, რომ ბავშვი სულელი ბატონი გაიზარდოს.

მევიოლინე – მამის მაგივრად
ოდესღაც მამა ვერ გამოვიდა გენიალური მევიოლინე, დედიკო კი – გამოჩენილი ბალერინა? რა პრობლემაა, ბავშვი ხომ იზრდება, ის შეასრულებს მშობლების ყველა სურვილს! და თუ ის თავის თავს მოიაზრებს ფეხბურთელად – თქვენთვის ეს სისულელეა…
მოდით, ყური ვუგდოთ პატარებს და ყველაფერი კარგად იქნება!

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები