5 თვისება, რომელიც მხოლოდ ჭკვიან ქალებს ახასიათებთ

1. ის მშვიდი და თავშეკავებულია

აკონტროლოს საკუთარი ემოციები – ეს ჭკვიანი ქალის მთავარი კრედოა. მის შინაგან სამყაროში ყოველთვის სიმშვიდეა – ბოღმასა და ნეგატიურ აზრებს ახლოსაც არ იკარებს და ცხოვრებით ტკბება. ასეთ მეგობარს მუდამ დაეკითხები რჩევას, ის ხომ ცხოვრებას მაქსიმალურად რაციონალურად უდგება და წუთიერი განწყობის ზემოქმედების ქვეშ არასოდეს ექცევა. ასეთი ქალების გვერდით მამაკაცები ძალიან სწრაფად ადიან კარიერულ კიბეზე, რადგან ისინი დროს არ კარგავენ უსარგებლო სკანდალებსა და უაზრო კამათებში. მშვიდი დედა, რომელიც მთელ დღეს მუქარებსა და უსაფუძვლო სასჯელების გამოგონებაში არ ატარებს, ბავშვებისთვისაც ავტორიტეტია.

2. მას შეუძლია მიიღოს ახლობელი თავისი ნაკლით

საღად მოაზროვნე ქალი არ ცდილობს ადამიანების გამოსწორებას და პატივს სცემს სხვების პირად სივრცეს. ის არ დაიწყებს ახლობლის ტელეფონში კომპრომატების ძებნას და მის ჩუმად გაკონტროლებას. არ განსჯის ადამიანებს მათი საქციელის მიხედვით. ის იღებს მათ ისეთებად, როგორებიც არიან, რადგან იცის, რომ არასოდეს არავინ შეიცვლება ჩვენი პრეტენზიების გამო.

3. ის არ არის ამპარტავანი, მას აქვს ღირსების გრძნობა

მან იცის საკუთარი თავის ფასი და ეს ხმამაღალი განცხადებების გარეშეც კარგად ჩანს. გარშემომყოფნი ინტუიციურად გრძნობენ, რომ საკუთარი მაღალი სტანდარტები მას ხელს არ უშლის, იყოს გულწრფელი და წესიერი სხვებთან ურთიერთობაში. ჭკვიანმა ქალმა ძალიან კარგად იცის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და შეუძლია თავისი საუკეთესო თვისებების ისე წამოწევა, რომ არავინ დაამციროს, თავად კი ყველასგან გამოირჩეოდეს. ასეთ ქალს ვერ აწყენინებთ, რადგან მან ძალიან კარგად იცის, ვინ არის. ის პატივს სცემს საკუთარ თავს და ზრუნავს თავის გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.

4. ის წარუმატებლობას იღებს, როგორც გამოცდილებას

წარუმატებლობას ყველა სხვადასხვანაირად იღებს. ჭკვიანი ქალისთვის კი „გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია“. ის მარცხიდანაც მაქსიმალურად იღებს სარგებელს, სწავლობს განვლილ გზას და შეაქვს ცვლილებები საკუთარ სტრატეგიაში. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კი უარყოფითი შედეგის აცილება იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ყველა წყალქვეშა დინება და შესაძლო რისკი გეცოდინება.

5. ის სულიერად განვითარებულია და კიდევ უფრო მეტის შეცნობისკენ ისწრაფვის

არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ, ყოველდღიური ცხოვრების გარდა. ისინი ჭამენ, სვამენ, სძინავთ, ერთობიან, სიამოვნებას იღებენ უბრალო რამეებით და მეტი არაფერი სჭირდებათ. ისინი ამითაც ბედნიერები არიან. ჭკვიანი ქალი მართალია, არ განიკითხავს მათ, მაგრამ თავად სულ სხვანაირ ცხოვრების წესს ირჩევს. სამყაროსა და ადამიანების შეცნობის სურვილი მას ცოდნის წყურვილს უღვივებს და ყოველდღიურად ისრუტავს ახალ-ახალ ინფორმაციას. ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ ჭეშმარიტება სადღაც ახლოსაა და არ უნდა გაჩერდეს, უნდა ეძებოს. ამისთვის კი უნდა იკითხოს წიგნები, იაროს თეატრში, მოუსმინოს მუსიკას, იურთიერთოს ადამიანებთან..

კომენტარები

სხვა სიახლეები