41 წლის ქართველი მშვილდოსანი ESPN-ისთვის გაშიშვლდა

მსოფლიოს ცნობილი სპორტსმენები ESPN-ისთვის (The Magazine’s Body Issue) გაშიშვლდნენ. სპორტსმენებს შორის აღმოჩნდა ქართველი მშვილდოსანი, 41 წლის ხათუნა ლორინგიც (ქვრივიშვილი).
მას აშშ-ში უკეთ იცნობენ, ვიდრე ისტორიულ სამშობლოში. ქართველი მშვილდოსანი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) 18 წლის იყო, საბჭოეთის გაერთიანებული გუნდის სახელით, 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი რომ მოიპოვა. როცა საბჭოეთიც დაინგრა და ქართველ მშვილდოსნებსაც აღარავინ აქცევდა ყურადღებას, ხათუნა ქვრივიშვილმა ამერიკას მიაშურა. მას შემდეგ, კალიფორნიაში ცხოვრობს­ და აშშ-ის სახელით არაერთი ტურნირის პრიზიორიც გახდა.
ამჟამად, ამერიკელ მშვილდოსანთა შორის საუკეთესო რეიტინგი აქვს, ქალთა მსოფლიო რეიტინგში მერვე პოზიციაზეა, პეკინის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე კი აშშ-ის ნაკრების მედროშე გახლდათ! სწორედ ხათუნამ ასწავლა ისრის სროლა “შიმშილის თამაშების” ვარსკვლავ ჯენიფერ ლოურენსს.
იხილეთ ფოტოგლერეა

წყარო;http://www.ambebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები