31 მარტს რესტორანი „ბაბილო მიუზიკ ჰოლი“ დათო გომართელს მასპინძლობს

31 მარტს რესტორანი „ბაბილო მიუზიკ ჰოლი“ დათო გომართელის სოლო საღამოს მასპინძლობს. საღამოზე გაჟღერდება როგორც ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ძველი ჰიტები, ასევე ახალი სიმღერები.
დავით გომართელის თქმით, ეს “ბაბილო მიუზიკ ჰოლში“ მისი პირველი საღამოა, თუმცა რესტორნის ხელმძღვანელობა მასთან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“ბაბილო მიუზიკ ჰოლში“ ეს ჩემი პირველი კონცერტი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მე და რესტორნის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და არ გამოვრიცხავ მათთან ხანგრძლივ თანამშრომლობასაც დავთანხმდე. რაც შეეხება 31 მარტის საღამოს, დამსწრე საზოგადოებას საკმაოდ მრავალფეროვან რეპერტუარს შევთავაზებ – შვასრულებ როგორც ჩემს ძველ ჰიტებს, ისე ახალ სიმღერებს. დარწმუნებული ვარ რესტორნის სტუმრები მხიარულად და სასიამოვნოდ გაატარებენ საღამოს“, – აღნიშნავს მომღერალი.
როგორც ბრენდ ,,ბაბილოს“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ნინო გოგოლაძე ამბობს, “ბაბილო მიუზიკ ჰოლი“ თავის სტუმრებს სხვადასხვა ცნობილი შემსრულებლების საღამოებით მუდმივად ანებივრებს.
“მოგეხსენებათ, „ბაბილო“ საკონცერტო ტიპის რესტორანია. ყოველ საღამოს სტუმრებს საკუთარ შოუს სთავაზობს, რომელშიც მონაწილეობას 15 მოცეკვავე და ესტრადის თანამედროვე ვარსკვლავები მონაწილეობენ. ჩვენთან საღამოობით ასევე უკრავს თემო და რომა რცხილაძეების ბენდი. თუმცა გვაქვს სხვადასხვა შემსრულებლების სოლო კონცერტებიც. 8 მარტს გიო ხუციშვილის და ჯგუფი „გიო+“ საღამო მოვაწყეთ. ამჯერად კი დათო გომართელი მოვიწვიეთ. რაც შეეხება დავით გომართელის კონცერტს, გამოხმაურება კონცერტის გამოცხადებისთანავე საკმაოდ მაღალია და დარწმუნებული ვარ „ბაბილო მიუზიკ ჰოლი“ კიდევ ერთ სასიამოვნო საღამოს აჩუქებს თავის მომხმარებელს. ჩვენ მომავალშიც მუდმივად ვგეგმავთ გავანებივროთ ჩვენი სტუმრები სხვადასხვა ცნობილი შემსრულებლების საღამოებით. ყოველ სეზონზე კი განახლებული შოუ-პროგრამით წარსდგება მაყურებლის წინაშე, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე გახლავთ“, – აღნიშნავს ნინო გოგოლაძე.
“ბაბილო მიუზიკ ჰოლი“ პრემიუმ კლასის რესტორანია, რომელიც უმაღლესი ხარისხის მუსიკალური შოუების სანახავად გეპატიჟებათ. ყოველდღიურად თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ექსკლუზიური მუსიკალური სპექტაკლით ქართველი და უცხოელი მომღერლებისა და “ბაბილოს” კორდებალეტის მონაწილეობით.
დავით გომართელის სოლო საღამო დაიწყება 21:00 საათზე.
ბილეთების დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 514 44 33 44.

კომენტარები

სხვა სიახლეები