24 წლის გოგო, რომლის სხეულის ნახევარს ხალი ფარავს (ფოტო)

24 წლის ლორენა ბოლანიოსი მექსიკიდან, უზარმაზარი ხალით დაიბადა, რომელიც ახლაც მისი სხეულის ნახევარს ფარავს. დიდი ხნის განმავლობაში ეს ხალი მას ნორმალურად ცხოვრებაში უშლიდა ხელს, მაგრამ ახლა გოგონამ თავისი თავის სიყვარული ისწავლა.
ლორენა ყვება, რომ ბავშვობიდან მას, ამ ხალის გამო, ამცირებდნენ და ბულინგის მსხვერპლიც არაერთხელ გამხდარა. ერთხელ, როდესაც ის ყინულის მოედანზე მივიდა, უცნობმა ქალმა პერსონალს მიმართა და მისი გაგდება მოითხოვა. ლორენას არ გაკვირვებია, რადგან ბევრი მის ხალს გადამდები დაავადების წყაროდ აღიქვამდა. კლასელები კი მას, დაცინვით, „შოკოლადიან ორცხობილას“ ეძახდნენ.
„ისე არ გამოვიყურებოდი, როგორც სხვა ბავშვები. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ჩემს თავს მახინჯად აღვიქვამდი.“
კოლეჯში სწავლისას ლორენა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, ბოლოს კი მიხვდა, რომ დროა, ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. „გადავწყვიტე, რომ მუდმივი სირცხვილით ცხოვრება არ შეიძლება. გოგონამ გაიაზრა, რომ ვერასოდეს შეცვლის სხვების აზროვნებას და მის მიმართ დამოკიდებულებას, თუმცა შეუძლია, შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება თავისი თავის მიმართ. ახლა მას საკუთარი გვერდი აქვს „ინსტაგრამზე“ და დამცინავი კომენტარების სულაც არ ეშინია. ახლახან, ლორენამ მონაწილეობა მიიღო პროექტში „Underneath We Are Women“, სადაც ქალის მრავალმხრივი სილამაზეა წარმოჩენილი. გოგონა საცვლებში პოზირებს და თამამად ახდენს ხალის დემონსტრირებას. ის იმედოვნებს, რომ მისი ნაბიჯი დაეხმარება სხვა ადამიანებს, მიიღონ საკუთარი თავი ისეთებად, როგორებიც არიან და უკუაგდონ სირცხვილის მტანჯველი გრძნობა. „მინდა დავამტკიცო, რომ საკუთარი თავის მიღება, ბედნიერებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია!“-ამბობს ლორენა ბოლანიოსი.

კომენტარები

სხვა სიახლეები