10 წლის გოგონას ემოციური ისტორია, რომელსაც 3 წლის სიცოცხლე დარჩა (ფოტოკოლაჟი)

თაკლიმა ნიტუ ბანგლადეშიდან მხოლოდ ათი წლის არის, მაგრამ იშვიათი სენის გამო, 90 წლის მოხუცი ქალივით გამოიყურება. ექიმები ამბობენ, რომ ის მხოლოდ 13 წლამდე იცოცხლებს. იცის, რომ სიცოცხლით ტკბობისთვის მხოლოდ სამი წელი დარჩა. მისთვის ბედნიერება მარტივია.
თაკლიმას პროგერია აქვს-ორგანიზმი ამ დროს უფრო მალე ბერდება, კუნთების ატროფია ხდება, თმა და კბილები ცვივა. გარეგნულად გოგონა განსხვავდება სხვა ადამიანებისგან, მაგრამ მას ეს სკოლაში სიარულში და ბავშვებთან თამაშში ხელს არ უშლის. გოგონას ხატვის ნიჭი აქვს, რომელსაც სულ ანვითარებს. ყოველ ჯერზე სულ უკეთ და უკეთ გამოსდის. ისევე, როგორც ყველა გოგონას, მას სახის მაკიაჟით დაფარვა უყვარს. კოსმეტიკის საკუთარი ნაკრებიც კი აქვს. კიდევ ლამაზი ტანსაცმლის ჩაცმა და ბევრი ფერადი აქსესუარის ტარება მოსწონს. იმის გამო, რომ სიარული უჭირს, უფრო დიდ დროს სახლში ატარებს. ჯდომა კი მხოლოდ რბილ დასაჯდომზე შეუძლია, ამიტომ სპეციალური ბალიში აქვს.
ხანდახან ეზოში გადის, რათა თავის დებს ეთამაშოს. ყველაზე მეტად კი ბურთის თამაში და შოპინგი უყვარს, ისევე როგორც გოგოების უმრავლესობას.
თაკლიმა კლასელებთან მეგობრობს, მაგრამ საუკეთესო მეგობრები მისი დები არიან. ისინი მას, ხნით ფერადი ტატუების გაკეთებას, ხშირად სთხოვენ. გარდა ამისა, თაკლიმა დიდ დროს მამასთან ერთად ატარებს, რომელსაც ის სიგიჟემდე უყვარს.
ოჯახი მისი ნამდვილი მხარდამჭერია. მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად გრძნობს თავს დაცულად და მშვიდად.
ხანდახან, როდესაც ქუჩაში გადის, გრძნობს, რომ ადამიანები მას სერიოზულად ვერ აღიქვამენ. ხანდახან მისგან მოწყალების აღებაც კი არ უნდათ, ისე ეცოდებათ და ჰგონიათ, რომ ის უბედურია. თუმცა, მას სურს ყველას აჩვენოს, რომ სულაც არ არის უბედური და მარტოსული. მას სრულყოფილი ოჯახი აქვს, ყველა ადამიანი კი, სასტიკი სულაც არ არის.

კომენტარები

სხვა სიახლეები