2016 წელს Samsung-ი და Apple-ი გაყიდვების შემცირებას ვარაუდობენ

მსოფლიოს ორი გიგანტი კომპანია 2016 წელს სმარტფონების გაყიდვების შემცირებას ვარაუდობს. შემცირების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ბაზარზე კონკურენციაა.
Samsung-სა და Apple-ს კონკურენციას ჩინური კომპანიები -Xiaomi და Huawei უწევენ. Samsung Electronics-ის ცნობით, 2015 წლოს ბოლო კვარტალში უკვე 40 პროცენტით შემცირდა მისი შემოსავლები, რაც დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარია. 2007 წლის შემდეგ პირველად შემცირდება Apple-ის გაყიდვები. ამერიკულმა გიგანტმა განაცხადა, რომ სავარაუდო შემოსავალი წლის პირველ კვარტალში, 58 მილიარდი დოლარის ნაცვლად, 50-დან 53 მილიარდ დოლარამდე იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები