2015 წლის შემოდგომის მოდური ტენდენციები

ზაფხულის მიწურულს Chanel-ის, Celine- ის, Giambattista Valli-ის და სხვა ცნობილი სამოდელო სახლების ვიზაჟისტები შემოდგომის ახალ მოდურ ტენდენციებზე ალაპარაკდნენ. ისინი მოდის მიმდევრებს, თვალებსა და ტუჩებზე იასამნისფერი და ქლიავისფერი ტონების გამოყენებას ურჩევენ.

foro1

რაც შეეხება ვარცხნილობას, მათი განცხადებით, 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის ტრენდი ვარცხნილობაში შუბლზე მოკლედ შეკრეჭილი თმა, ე.წ. „ჩოლკაა“. ცხელი და მცხუნვარე ზაფხულის შემდეგ, თუკი ვარცხნილობაში კორექტივის შეტანა გადაწყვიტეთ, ენდეთ ცნობილ ვიზაჟისტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ სეზონზე შუბლზე მოკლედ შეკრეჭილი თმები იდეალური ვარიანტია. მხოლოდ მთავარია, „ჩოლკის“ ფორმა იდეალურად ეხამებოდეს თქვენი სახის ოვალს.

foto2

სამოდელო სახლების Chanel, Celine, Giambattista Valli, ვიზაჟისტები უპირატესობას ხშირ, გრძელ „ჩოლკას“ ანიჭებენ. ამ შემოდგომის კიდევ ერთი მოდური ტრენდი მოუწესრიგებელი ვარცხნილობაა. თუ წვეულებაზე გაგვიანდებათ და თმის დახვევას ვერ ასწრებთ, ან მხოლოდ სანახევროდ გაქვთ დახვეული, ერთი წუთითაც არ იდარდოთ, რადგან მოუწესრიგებლად ჩამოშლილი, ან შეკრული თმები, შემოდგომის ტრენდად ითვლება.

foto3

გახსოვდეთ, რომ ამ სეზონზე განსაკუთრებით მოდურია ვარცხნილობა, რომელზეც რაც შეიძლება ცოტა დრო იხარჯება. კიდევ ერთი ტრენდი – გაშლილი და გადავარცხნილი თმებია, რომელიც უნდა ბრწიყნავდეს. შესაძლებელია მათთვის სპეციალური საშუალებების დახმარებით სველი ეფექტის მინიჭებაც. ასევე მოდურია უკან შეკრული დაბალი კუდიც.

foto4

კომენტარები

სხვა სიახლეები