20 წლის ამირან ფრუიძეს დახმარება ესაჭიროება

20 წლის ამირან ფრუიძეს, რომელსაც ხერხემლის უმძიმესი, მრავალმხრივი მოტეხილობა აქვს, ძვირად ღირებული მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება.
ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში მცხოვრები ამირან მერაბის ძე ფრუიძე დაიბადა 1995 წლის 10 ივლისს. 2015 წლის 23 ივლისს სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ მიიღო ტრავმა, თავისა და კისრის არეში, იგი იმავე დღეს მოათავსეს შპს ,,ნიუ -ჰოსპიტალის” სტაციონალურ დაწესებულებაში, დიაგნოზით – ხერხემლის დახურული ტრავმა, ზურგის ტვინის დაჟეჟილობა და კომპრესია, პნევმონია, ანემია და სპინალური შოკი.
პაციენტს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო მკურნალობა, რის შედეგადაც აამოძრავა ხელები და შეძლო წინა მხრის მოხრა-გაშლა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პაციენტი კიდევ საჭიროებს მკურნალობას სარეაბილიტაციოდ, რადგან იგრძნობა პროგრესი, მაგრამ ოჯახს არ აქვს სათანადო თანხა ამირანის სრულად გამოჯანმრთელებისთვის.
ირმა კიკოლიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და მეგობრებს სთხოვს მის გაზიარებას.
„მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით, ჩემი ბიძაშვილი ამირან ფრუიძე, რომელიც კისრის ქვემოთ პარალიზებულია, ხერხემლის უმძიმესი, მრავალმხრივი მოტეხილობით საწოლს არის მიჯაჭვული. მას გაუკეთდა უმძიმესი ოპერაცია, ამ ეტაპზე ესაჭიროება ძვირად ღირებული მკურნალობა და რეაბილიტაცია, რომ იცოცხლოს. ოჯახმა ყველანაირი ფინასური რესურსი ამოწურა, 20 წლის ბიჭი უმძიმესი მდგომარეობით სიცოცხლისათვის იბრძვის. გთხოვთ, მიიტანოთ გულთან ჩვენი პრობლემა და დაგვეხმაროთ.

„ლიბერთი ბანკი“: GE52LB2819048045060361

ტელ: 595 08 25 15

კომენტარები

სხვა სიახლეები