სალომე ჭაჭუა დაკავებულ როსტოს მიმართავს (ვიდეო)

სალომე ჭაჭუამ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ეთერიდან დაკავებულ ლევან როსტოშვილს მიმართა და ანდრია გველესიანთან ერთად შესრულებული ცეკვა „ლამბადა“ როსტოს მიუძღვნა.
„მინდა, ეს ცეკვა მივუძღვნა როსტოს, რომელთანაც პირველად შევასრულე ეს ცეკვა და მინდა უთხრა: მჯერა, რომ ყველაფერი მაგრად იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება – “ემდემა” აღმოაჩნდათ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები