20 მარტი მაგიური დღეა და ოცნებები სრულდება

ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობის დღე, ახალი ასტროლოგიური წლის დასაწყისი, 2017 წლის 20 მარტი, როდესაც დღე და ღამე ხანგრძლივობით გათანაბრებულია, წლის ყველაზე ჯადოსნური დრო ყოფილა.
ამ დღეს ხდება უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლება,  თავის დაღწევა ბოროტი თვალისგან და წყევლისგან.  მიუხედავად იმისა,  რომ ენერგეტიკის განახლება წელიწადში რამდენჯერმე ხდება,  20 მარტს ეს  გლობალური ხასიათისაა და მკვეთრადაა გამოხატული.
ეს არის დრო მკვეთრი ცვლილების, შთაგონებისა და  წახალისების, ასევე ადამიანის ემოციური  მდგომარეობის ცვლილებების პერიოდის დასაწყისი.
ნათელმხილველები და ექსტრასენსები ამბობენ, რომ ეს დღე საუკეთესოა თილისმის ან ამულეტის დადებითად დამუხტვისთვის, რათა მთელი წელი წარმატებული აღმოჩნდეს. ამ დღეს ნანახი სიზმრები მინიშნებებს იძლევიან, ხოლო ოცნებები სრულდება.

წყარო: http://geonews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები