20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა

ბედნიერების საერთაშორისო დღე (International Day of Happiness) 20 მარტს აღინიშნება. ეს დღესასწაული, რამდენიმე წლის წინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. 2013 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბედნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნით ხაზს უსვამს ბედნიერების მნიშვნელობას ადამიანების ცხოვრებაში – მთელს მსოფლიოში.
დღესასწაული გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს, პატარა მთიანი ქვეყნის, ბუტანის ინიციატივით დააწესა, რომლის მოქალაქეთა ეროვნული კეთილდღეობა მთლიანი ეროვნული ბედნიერების კოეფიციენტით იზომება. 20 მარტი შემთხვევით არ აურჩევიათ — ეს არის გაზაფხულის ბუნიობის დღე, როცა, მთელს დედამიწაზე, დღე ღამეს უტოლდება. ამით დღესასწაულის ინიციატორებს იმის ხაზგასმა სურდათ, რომ პლანეტის ყველა ადამიანს თანაბრად აქვს უფლება, იყოს ბედნიერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები