19 -მა მოსწავლემ უნივერსიტეტის გამოცდების გამო თავი მოიკლა

ინდოეთში 19 -მა  მოსწავლემ უნივერსიტეტში გამოცდების შედეგების გამო თავი მოიკლა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სახელმწიფო გამოცდები მე-12 კლასელებისთვის განსაკუთრებული სიმკაცრით ჩატარდა. ასობით მშობელმა გამოცდების ტესტის შედეგები უკვე გააპროტესტა. მშობლების განცხადებით, მოსწავლეები არასწორად შეაფასეს.
ზოგიერთი მოსწავლის განცხადებით, ისინი გამოცდებზე გამოცხადდნენ, თუმცა სიაში ეწერა, რომ გამოცდას არ დაესწრნენ ან ნულოვანი შეფასება მიიღეს.
მშობლები მომხდარში შტატის განათლების იმ უწყებას ადანაშაულებენ, რომელიც გამოცდების მიმდინარეობაზეა პასუხისმგებელი.
ექსპერტთა შეფასებით, ინდოეთის განათლების სისტემა გაუმართავია და მოსწავლეებს დიდი წნეხის ქვეშ უწევთ გამოცდების ჩაბარება.

კომენტარები

სხვა სიახლეები