17 დეკემბერი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაბადების დღეა

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს გერმანიის ქალაქ ბონში, ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორღანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა, რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.

“მუსიკა შუამავალია გონების სამყაროსა და გრძნობათა სამყაროს შორის”. 

1782 წელს ბეთჰოვენი ეცნობა კომპოზიტორსა და ორღანისტს ქრისტიან ნეფეს. ნეფემ გააცნო ბეთჰოვენს ცნობილ კომპოზიტორთა შემოქმედება. ნეფეს დახმარებით გამოსცა ბეთჰოვენმა პირველი ნაწარმოები: „ვარიაციები დრესლერის მარშის თემაზე“.1787 წელს იგი ხვდება მოცარტს. მისი მოსმენის შემდეგ, მოცარტმა აღფრთოვანებით წარმოთქვა: “მიაქციეთ ყურადღება, მეგობრებო! მასზე მალე მთელი მსოფლიო ილაპარკებს”

eroica-dedication-to-napoleon-1343772689
ცნობილი ფაქტია, რომ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაზე ამჟამად ერთადერთი წარწერა ”გოლიათური” არის დარჩენილი. ასევე ცნობილია, რომ ავტორმა თავდაპირველად სიმფონია ნაპოლეონს მიუძღვნა, შემდეგ კი ეს მიძღვნა გააუქმა.

“ძლიერ ვწუხვარ, რომ არ მესმის სამხედრო საქმე ისე, როგორც მუსიკის ხელოვნება, მაშინ მე მას დავამარცხებდი”. (საუბარია ნაპოლეონ ბონაპარტზე).

უდიდესი გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი 27 წლის ასაკიდან უკვე ყურთასმენის დაქვეითების პრობლემის ქვეშ აღმოჩნდა. იმ პერიოდში, როდესაც ფაქტობრივად უდიდესმა გენიოსმა ყურთასმენა დაკარგა, ეწვია პირველი ნამდვილი დიდი სიყვარული. მის სიყვარული თავისივე მოსწავლე, ჯულიეტა გვიჩარდი, გახლდათ.

ლუდვიგი მასზე წერდა: ” ჩემს ცხოვრებას ცოტა ხალისი შემატა ხალხში ყოფნამ, ვერც კი წარმოიდგენთ, რა ეულად, ნაღვლიანად გავატარე ბოლო ორი წელიწადი… აჩრდილივით მუდამ თან მდევდა ჩემი დაქვეითებული სმენა და გავურბოდი ხალხს. მიზანთროპს ვგავდი, სინამდვილეში სულაც არ ვარ ასეთი. ეს ცვლილება ჩემში მოახდინა საყვარელმა მშვენიერმა გოგონამ, რომელსაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს.”

ბეთჰოვენის შემოქმედება არის კლასიკური მუსიკის მწვერვალი. მის შემდეგ იწყება ახალი მიმართულება მუსიკაში – რომანტიზმი.

“აპლოდისმენტები, მეგობრებო, კომედია დასრულდა”, – ბეთჰოვენის ბოლო სიტყვებია.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=cgOzJpiM7sI[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები