15 საუკეთესო მეთოდი საახალწლო კერძების გასაფორმებლად

 

როგორც ამბობენ, როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებო… ამიტომაც შინ და სუფრასთან გულთბილი, სადღესასწაულო გარემოს შექმნა აუცილებელია! სახლი დალაგებულია, დეკორაციები შექმნილი, ჰაერი გაჯერებულია მანდარინის, ნაძვი წიწვებისა და სურნელოვანი კერძების არომატით… დარჩა სუფრის გაწყობა. ყოველ წელს საახალწლო განწყობის შესაქმნელად ახალ, საინტერესო რეცეპტებს ვეძებთ და ვცდილობთ, ჩვენი სუფრა განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული იყოს. იმისათვის, რომ ამოცანა გაგიადვილოთ, შეგირჩიეთ რამდენიმე არაორდინარული იდეა კერძების გასაფორმებლად!

1. მოხარშული კვერცხის დეკორაციებისთვის გამოყენების უამრავი იდეა არსებობს. თვალებად და ღილებად ამ თოვლის კაცს შავი პილპილის მარცვლები შეგიძლიათ, მოარგოთ, ხოლო მდგრადობისთვის ხის ჩხირები ან კოქტეილის საწრუპები გამოგადგებათ.

პინგვინები ანტარქტიდიდან ნამდვილად სიურპრიზი იქნება თქვენი ბავშვებისთვის. იმისათვის, რომ პინგვინები არ წაიქცნენ, მოაჭერით კვერცხს ბოლოები.

ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სუფრას პომიდვრისთავიანი და კვერცხისფეხიანი სოკოები…

ორიგინალური მინი-პიცები საახალწლო სტილში კი საუკეთესო განწყობას შეგიქმნით.

ფორმა და გულსართი – თქვენი გემოვნებით! შეგიძლიათ გამოაცხოთ ნივრიანი პური საფუვრის ცომისგან და მისცეთ ასეთი საინტერესო, ნაძვის ხის ფორმა. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

საახალწლო გირლანდას მხოლოდ კარზე დაკიდება როდი შეგიძლიათ…

მიეცით გვირგვინის ფორმა ნებისმიერ სალათას. ყველის თეფშიც შეგიძლიათ გირლანდას დაამსგავსოთ. ესაც ერთ-ერთი იდეაა!

მხიარული ჭიამაია-კანაპეები კი ბავშვებს ძალიან გაართობს და ძირითად კერძებამდე შიმშილის გრძნობას მოუკლავს.

კლასიკური და ბევრისთვის საყვარელი სალათა “ციყვის” ახალი ამპლუა ძალიან მოუხდება საახალწლო სუფრას.

შესაჭმელი დეკორაციები – საშობაო წინდა სოსისებისგან. სწორად დასაჭრელად კარგი იქნება, გაიხსენოთ გეომეტრიის გაკვეთილები!

გააფორმეთ ფანტაზიისამებრ შოკოლოდის ბისკვიტი ან კექსი. დესერტების დროც მოვიდა. მარწყვი ნაღებით კონკურენტგარეშეა და თუ მას კრეატიულადაც მიუდგებით, საოცარ შედევრებს შექმნით!

პატარა მარწყვის სანტები – ეს ხომ ძალიან საყვარელია! საახალწლო სტილისტიკა ხილის გარეშეც ვერ ჩაივლის.

დარწმუნებულები ვართ, თქვენ მიერ გამოცხობილი კექსების გემო ყველას დაატყვევებს. ხოლო მათი არაბანალური გაფორმებით კი ისინი სადღესასწაულო საღამოს ნამდვილი ვარსკვლავები გახდებიან.

მრგვალ ფხვიერ ნამცხვარ-სენდვიჩებს შეგიძლიათ მისცეთ ირმების ფორმა – უბრალოდ ამოავლეთ ისინი გამდნარ შოკოლადში და გაუკეთეთ თვალები და რქები.

შამპანურზე მისაყოლებელი პიკანტური დესერტი: კოქტეილის ალუბლები კუდებით შოკოლადის თაგვების ქვეშ დაიმალნენ. თავებად ტრიუფელის კანფეტები გამოგადგებათ, ხოლო ყურებად – თეთრი შოკოლადის საკონდიტრო ჩიფსები.

წყარო: gemrielia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები