13 ხერხი, რომელიც ღამით სიცხისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ

მაღალი ტემპერატურა და ოთახში ჩახუთულობა, რა თქმა უნდა ძალიან ძნელია დღისით, მაგრამ ღამით განსაკუთრებით აუტანელი ხდება და იმის მაგივრად, რომ ორგანიზმი დავასვენოთ, გამოვიძინოთ და მეორე დღისთვის ძალები მოვიკრიბოთ, მთელი ღამე ამაოდ ვცდილობთ თვალი მოვხუჭოთ. რა თქმა უნდა, თუ ოთახში კონდიციონერი გაქვთ, ეს პრობლემა იმთავითვე მოხსნილი გექნებათ. მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ ზაფხულის ეს ერთგული “მეგობარი” და ისევ ძველი ვენტილატორით სარგებლობთ, გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომელიც ცხელი ღამეების გადატანაში ცოტათი მაინც დაგეხმარებათ.

 

1. შექმენით ჰაერის ნაკადი: ჩართეთ ვენტილატორი საწოლთან და გააღეთ ფანჯარა.

2. გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი თეთრეული, რაც ორგანიზმს “სუნთქვის” საშუალებას მისცემს.

3. დაწექით სველი თმით, ასე მეტ ხანს შეინარჩუნებთ სიგრილეს.

4. თბილი ჰაერი ყოველთვის ცივზე მაღლა მიიწევს, ამიტომ რაც უფრო დაბლა წევხართ, მით მეტად ხართ სიგრილეში. შეგიძლიათ საერთოდ იატაკზეც დაწვეთ.

5. გამოიყენეთ სათბურა, ანუ ე.წ. “გრელკა”: ჩაასხით მასში წყალი, გაყინეთ და ჩაიდეთ საწოლში.

6. დაასველეთ და გაყინეთ ბამბის ტანსაცმელი და ჩაიცვით საწოლში დაწოლისას – ასე სიგრილეს დიდხანს შეინარჩუნებთ.

7. ტაშტი აავსეთ ცივი წყლით და ჩადეთ მასში ფეხები.

8. ფარდის მაგივრად ჩამოკიდეთ სველი ტილო გაღებულ ფანჯარაზე.

9. სიცხეში საწოლზე უფრო გრილი ჰამაკია.

10. ვენტილატორის წინ დადეთ ყინულის ნაჭრებით სავსე ჯამი, ყინული ნელ-ნელა გალღვება და ოთახს გააგრილებს.

11. გაეხვიე სველ საბანში – გადმოცემის მიხედვით ძველი ეგვიპტელები სიცხისგან სწორედ ამ მეთოდით იცავდნენ თავს.

12. ძილის წინ ბევრს ნუ შეჭამთ – ეს შეამცირებს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული სითბოს რაოდენობას.

13. ჩაიცვით სველი და გაციებული წინდები (აუცილებლად ბამბის).

2015080123460646204

2015080123305546204

2015080123314946204

2015080123382146204

2015080123420046204

2015080123425446204

2015080123445746204

წყარო: http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები