10 შემზარავი, ისტორიული ფოტო და სულისშემძვრელი ამბები მათზე (ფოტო)

მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად უამრავი ამბავი ხდება, რომლებსაც ფოტოგრაფები საკუთარი კამერებით აფიქსირებენ და ისტორიას სხვადასხვა კადრებს უნახავენ. მათი ნაწილი კი იმდენად შემზარავი ისტორიის მატარებელია, რომ აღსაქმელად ძალიან რთულია.

12 წლის ტარანა აკბარი, კივის მას შემდეგ, რაც თვითმკვლელი ტერორისტი თავს დაესხა ქაბულში სალოცავს. შემთხვევა 2011 წელს მოხდა. ორმაგი აფეთქების შედეგად ათობით ავღანელი დაიღუპა. აფეთქება დღესასწაულზე მოხდა.

2013 წელს ბანგლადეშში რვასართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად 1000 ადამიანი დაიღუპა. ფოტოგრაფმა დააფიქსირა ორი ცხედარი, რომლებიც გადახვეულები იყვნენ. ფოტოს „მკვდარი ჩახუტება“ უწოდეს.

ლიბია, მონროვია – მედიცინის მუშაკებს გადაჰყავთ 8 წლის ჯეიმს დორბორა, რომელსაც სავარაუდოდ ებოლას ნიშნები აღენიშნებოდა. ფოტო გადაღებულია 2014 წელს. დასავლეთ აფრიკაში ამ წელიწადს ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსის, ებოლას აფეთქება დაფიქსირდა, აღნიშნული 2016 წელს დასრულდა, 11 ათას ადამიანზე მეტის გარდაცვალების შემდეგ.

თურქეთი, ბოდრუმი – სამართალდამცავი სირიელი დევნილი ბავშვის, ალან კურდის ცხედართან დგას, ცხედარი წყალმა 2015 წლის სექტემბერში გამორიყა. 2 წლის ბიჭი ერთ–ერთი იყო 12 დევნილიდან, რომლებიც იმ დღეს დაიხრჩვნენ საბერძნეთის ერთ–ერთ კუნძულამდე მიცურვის მცდელობაში.

ბაინაზარ მუჰამედ ნაზარის ცხედარი ექიმები საზღვრებსგარეშე–ს საავადმყოფოს საოპერაციო მაგიდაზე. ფოტო ავღანეთში, კუნდუზშია გადაღებული. საავადმყოფო „შემთხვევით დაიბომბა“ ამერიკული იარაღით მას შემდეგ, რაც 2015 წელს ავღანეთმა მოითხოვა საჰაერო მხარდაჭერა.

ბავშვი, რომელიც არ ინძრევა, ეს კადრი ამოღებულია ვიდეოდან, რომელიც ალეპოს მედიაცენტრის მიერ გამოქვეყნდა. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში ზის ალეპოზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ – სირია, 2016 წლის აგვისტო. ბიჭის სახელია ომრან დაკნიში. ნანგრევებიდან მის ამოსაყვანად ერთი საათი გახდა საჭირო. თავდასხმის შედეგად დაინგრა მისი სახლი, სადაც ის მშობლებთან და ორ დედმამიშვილთან ერთად ცხოვრობდა. სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ფოტო 2017 წელს არის გადაღებული, რომელზეც სირიაში, ქალაქ ხან–შეინუნზე მომხდარი ქიმიური თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ბავშვები არიან ასახულნი. თავდასხმის დროს ათობით ადამიანი გარდაიცვალა.

ქარიშხალი „ჰარვის“ შედეგად მიყენებული ზიანი – მოხუცი პაციენტი ელოდება მაშველებს. ჰარვიმ გამოიწვია წყალდიდობა ქალაქ ჰიუსტონში. აღნიშნული 2017 წელს მოხდა.

ამალ ჰუსეინი, 7 წლის გოგონა, რომელიც შიმშილისგან იტანჯებოდა – იემენი იუნისეფის კლინიკა, 2018 წელი. გოგონა გარდაიცვალა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც „New York Times“–მა გამოაქვეყნა მასზე და შიმშილის პრობლემაზე იემენში, სტატია.

სალვადორელი მიგრანტის ოსკარ ალბერტ მარტინესისა და მისი დაახლოებით ორი წლის ასაკის ქალიშვილის ენჯი ვალერის ცხედრები – მექსიკასთან ახლოს, რიო–გრანდეს ნაპირი, 2019 წლის ივნისი. ისინი ცდილობდნენ ტეხასის შტატისკენ მდინარე ბრაუნსვილი გადაეცურათ და დაიხრჩვნენ. შემზარავი ფოტო გახდა სიმბოლო მიგრანტების ურთულესი ცხოვრებისა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებამდე მიღწევას ცდილობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები