10 უნიკალური არქეოლოგიური მასალა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებამ ვერ ამოხსნა

 

 ეს ფიგურები, რომლებიც არქეოლოგიურად აღმოჩენილია, დღემდე ამოუცნობ ფენომენად რჩება, ვინაიდან თარიღდება 2-ე საუკუნემდე ინკების ან ნასკას ცივილიზაციით და შესამჩნევი მხოლოდ ჩიტის სიმაღლიდანაა შესაძლებელი. ამ გამოსახულებების მასშტაბები მართლაც რომ შთამბეჭდავია: არწივი სიგანით 120 მეტრია, ობობა 46 მეტრი, ხვლიკი 188 მეტრი. იმდროინდელი ადამიანის გონების შესაძლებლობებს არ ექვემდებარება ამგვარი მაჩვენებლები და ამიტომ ეს საიდუმლო დღემდე ამოუხსნელი რჩება.

ფიგურების ნასკას ველი

10_unic_100

 

10_unic_99

მოაი –  აღდგომის კუნძული  დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებული ქვის ქანდაკებებია. მოაის ყველა ქანდაკი მონოლითურია, ანუ ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული და არ არის შეწებებული ან მიმაგრებული ერთმანეთზე. ეს გიგანტური ქვის ქანდაკებები დაახლოებით 600-800 წლის წინ აშენდა აღდგომის კუნძულზე, რომელიც მდებარეობს წყნარ ოკეანეში და დღეს ის ჩილეს ეკუთვნის. სახელი „აღდგომის კუნძული“ კუნძულს ოფიციალურად პირველმა ევროპელმა მნახველმა, ჰოლანდიელმა მკვლევარმა იაკობ როგევენმა უწოდა, რომელიც მას შემთხვევით წააწყდა 1722 წლის აღდგომა დღეს, როდესაც ის დეივისის კუნძულებს ეძებდა. როგევენმა მას პააშ-ეილანდი უწოდა (XVIII საუკუნის ჰოლანდიურ ენაზე „აღდგომის კუნძული“). ამ “კერპების” ზომები შთამბეჭდავია- 3 120 მეტრი სიგრძით და წონით კი თითო 10-დან 20 ტონამდე იწონის. ასეთი მასშტაბებით მახასიათებელი ქვების გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ბერკეტების საშუალებითაა მოსახერხებელი, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას დღემდე სწამს მოსაზრება, რომ ქვის ეს სტატუეტები თავად მოდიოდა და ჯდებოდა განკუთვნილ ადგილას. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქანდაკებები თავდაპირველად არ იყო ჩაფლული მიწაში, ისინი კლიმატის ცვლილებების შედეგად მოექცნენ მიწის ქვეშ. კუნძულზე სულ 887 ასეთი ძეგლია. ყველა მოაი, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, კუნძულის სიღრმისკენ იმზირება და არა ოკეანისკენ.

 10_unic_88

  სტოუნჰენჯის ლოდები ინგლისში   ქვის ტაძრად წოდებული ლოდების კომპლექსი ერთ-ერთი ამოუხსნელია უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომელიც ლონდონიდან 130 კმ-ში მდებარეობს. 30 ცალი, თითოეული 4 მეტრის სიამღლის ქვა დიამეტრით 33 მეტრს ქმნიან. ყოველი ადგილობრივი ლეგენდა უკავშირდება Stonehenge-ს მშენებლობას, ლეგენდარულ ჯადოქარ მერლინს და მიაჩნიათ წარმოუდგენლად მისტიურ ადგილად. აკადემიურ წრეებს შორისი, უძველესი მოსაზრების საფუძველზე, გამოიყენებოდა ასტრონომიულ ლაბორატორიად. ადგილი კი თარიღდება 5000-ზე მეტი წლით.

10_unic_66

 

პირამიდა წყალში – ბერმუდის სამკუთხედი  პირამიდა წყალში   აღმოჩენილი იქნა მე -20 საუკუნის ბოლოს  ორი გიგანტური პირამიდა, რომელიც ჩაშენებულია ვიტრაჟული მასალით და  დიდი სიმჭიდროვით.  ვინ, როდის და რატომ აშეენა პირამიდები რჩება საიდუმლოდ.

10_unic_55

ქვის ბურთები – კოსტარიკა.  300 მეტი, 2 დიამეტრისა და მასით 16 ტონის ქვის მრგვალი ბურთულები 1930 წელს კოსტა-რიკაში მდინარე დიკვის სანაპიროსთან აღმოაჩინეს, როდესაც მუშები ასრულებდნენ გაწმენდით სამუშაოებს ჯუნგლებში, ბანანის პლანტაციების დასარგავად. ლოკალური ლეგენდის მიხედვით კი ქვების შუაგულში უნდა ყოფილიყო დამალული ოქრო, თუმცა ლეგენდა არაა დადასტურებული, ბურთები გატეხეს და შიგნით არ აღმოჩნდა ოქრო. თანამედროვე ტექნოლოგიები არ იძლევიან საშუალებას მსგავსი ბურთების შექმნის პროცესისას, მოქანდაკეებისთვის კი დღემდე წარმოუდგენელია მსგავსი რამ.

10_unic_44

უძველესი გვირაბები  არქეოლოგების მიერ მიწისქვეშა გვირაბების უდიდესი ქსელი იქნა აღმოჩენილი, რომელიც მთელი ევროპის ქვეშ ესპანეთიდან თურქეთამდეა გაჭიმული, ქვის ხანის პერიოდისაა და 10 000 წლით თარიღდება. მეცნიერები კი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ნადირობისა და შეკრების გარდა, ხალხი მიწისქვეშა გათხრებითაც ყოფილა დაკავებული, რეალური მიზანი გვირაბებისა კი რჩება საიდუმლოდ. თუმცა უმეტესი მკვლევარი მიიჩნევს, რომ გვირაბების მიზანი იყო ადამიანი დაეცვა თავდამსხმელი ცხოველებისგან, ცუდი ამინდისგან და ომის პერიოდში. გასაოცარი კი ისაა, რომ ამხელა გვირაბების გათხრამ ქვის ხანის პერიოდში მოითხოვა უამრავი დრო, მუშა ხელი და რესურსები.

10_unic_33

ეგვიპტის პირამიდები  –  დაახლოებით ორმოცდახუთი საუკუნის წინ, ძვ.წ IV ათასწლეულში, ეგვიპტეს მართავდნენ  მეოთხე დინასტიის უძველესი ფარაონები. მათ შესახებ ბევრი ცნობა არ შემონახულა. ამ ფარაონების დიდებასა და ძლევამოსილებას ადასტურებენ მათივე სამუდამო განსასვენებლები, რომლებიც კაცობრიობამ აღიარა მსოფლიოს ყველაზე დიდ და იდუმალ საოცრებად. ესენია გიზის ცნობილი პირამიდები. გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ მათი ფორმა, ზომა და საინჟინრო ტექნიკა, არამედ ისიც, რომ პირამიდა ადამიანის მიერ შექმნილი ქვის პირველი ნაგებობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიზის პირამიდები ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთადერთია, რომელმაც თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე.

10_unic_22

ოქროს თვითმრინავი – ინკა  გასული საუკუნის შუა პერიოდში ლათინო-ამერიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა ინკების პერიოდის ოქროს “სტატუეტი”, რომელსაც ჰქონდა კუდი და ფრთები, თუმცა არ ჰგავდა სრულებით ჩიტს, ამიტომ მკვლევარებმა მიიჩნიეს რომ ეს აღმოჩენა დაკავშირებული იქნებოდა აუცილებლად მწერებთან ან ფრინველებთან. 1956 წელს ნიუ-იორკში გაიმართა გამოფენა “ამერიკის ოქრო კოლუმბამდელ ეპოქაში” და ეს სტატუეტებიც გამოფინეს. სწორედ იქ შენიშნეს ისინი ავიაკონსტრუქტორებმა, რომლებიც ქმნიდნენ პირველ რეაქტიულ თვითმფრინავს. ამ “ოქროს თვითმფრინავების“ აეროდინამიკურ მილში გამოცდის შემდეგ გააკეთეს საოცარი აღმოჩენა – დელტისებური ფრთების და ვერტიკალური კუდის წყალობით ეს ოქროს ჩიტი-მწერები იდეალურად დაფრინავდნენ დიდი სიჩქარით, რომელსაც ჯერ კიდევ ითვისებდნენ 1950-იან წლებში. გამოკვლევის შემდეგ ოქროს ფიგურები მუზეუმში დააბრუნეს, ხოლო დელტისებური ფრთები და მაღალი ვერტიკალური კუდი კი თვითმფრინავების განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელსაც დღესაც იყენებენ.

 

10_unic_11

ქვები – იკა პერუს ქალაქი
1930-იან წლებში მედიცინის დოქტორმა ჰავიერ კაბრერამ, ადგილობრივი ფერმერისაგან უჩვეულო ქვები მიიღო საჩუქრად. დოქტორი ისე გაიტაცა ამ ქვებმა რომ მან თითქმის 1100 ასეთი ნიმუში შეაგროვა. ამ ქვებზე გამოკვეთილია გრავიურები, რომლებიც გამოსახავენ დინოზავრებს, სტეგოზავრებს და ფტეროზავრებს. ქვების ასაკი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

10_unic_77

სეკსაიუმანის ტაძარი პერუში. ეს უძველესი ტაძარი აგებულია 1471-1493 წლებში, პერიოდში, როდესაც რწმენა დაყოფილი იყო სხვადასხვა ღვთაებების მიმართულებით, მზის სახლად და იარაღის და ომის სახლად, ტაძარიც შესაბამისად ორ ნაწილად იყო გაყოფილი. 1536 წელს ტაძარი ხელთ ჩაიგდო ესპანეთმა და აქციეს კარიერად, რაც ბარბაროსული საქციელია. სასწაული კი ამ ტაძარში ქვების წყობაა, ნამდვილად წუნდაუდებელი და მათ დასაწებებლად არანაირი საშუალება არაა გამოყენებული და შემორჩენილ ნაგებობაზეც ნათელია, რომ ქვებს შორის სიმჭიდროვე ისეა დაცული, ნემსსაც ვერ გაატარებთ.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები