10 არაადეკვატურად ძვირადღირებული ნივთი

 

ზოგიერთი ნივთი არამარტო ორიგინალური დიზაინით, არამედ თავისი ფასით გამოირჩევა. წარმოგიდგენთ ყოველდღიური გამოყენების ნივთებს, რომლებსაც დაუჯერებელი ფასი აქვთ.
პრეზერვატივი Louis Vuitton 68 $
მსოფლიოში ყველაზე ძირადღირებული პრეზერვატივი ქართველმა დიზაინერმა ირაკლი ქიზირიამ შექმნა.

ბრილიანტის საწოვარა – 17 ათასი $
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საწოვარა სილიკონისგანაა დამზადებული, სახელური თეთრი ოქროთი, ხოლო მთლიანად 280 ბრილიანტითაა გაფორმებული.

ოქროს აიფონი ბრილიანტით-48 მილიონი $
ეს არ არის უბრალოდ აიფონ 6, ეს მოდელი ოქროთი, პლატინითა და ბრილიანტებითაა დაფარული.

ოქროთი და ძვირფასი ქვებით გაწყობილი საწოლი – 6.3 მილიონი $
ეს მდიდრული საწოლი საუკეთესო ხეებისა და ქვებისგანაა დამზადებული. მხოლოდ მორთულობა 107 კილოს იწონის. 24 კარატიანი ოქრო, ალმასი, ბრილიანტი და საფირონი..“მეფურად ძილი“ გარანტირებულია.

მტვერსასრუტი Swarovski-ის კრისტალებით-20 000 $
ეს მტვერსასრუტი გინესის რეკორდების წიგნში ტყუილად არ მოხვედრილა.

ოქროს ველოსიპედი – 400 ათასი $
ველოსიპედი, რომელიც 24 კარატიანი ოქროთია დაფარული და ბრილიანტებითაა მორთული. ასეთი ნივთის ქუჩაში დატოვება არც ისე სახარბიელო იდეაა.

ნიანგის ტყავის ქოლგა – 5 ათასი $
ყველაზე ძვირადღირებული ქოლგა Billionaire Couture-მა გამოუშვა.

ჩემოდანი ელექტრო ბორბლებით-20 000 $
ის სხვადასხვა ეგზოტიკური მასალებისგანაა გაკეთებული. ამასთან ელექტროძრავა აქვს დამონტაჟებული. ჩასართავადაც მარტივი ჟესტია საკმარისი.

ოქროს თასმები-19 ათასი $
რამდენიმე ოქროს თასმა Mr Kennedy-მ გამოუშვა.

ბონუსი: ცისფერი პელმენები
ყველაზე ძვირად პელმენს ნიუ-იორკის რესტორან Golden Gates-ში მიირთმევთ. მის შემცველობაში სპეციალური თევზი შედის, რომლის ხარჯზეც პელმენი ამ ფერს იღებს. ამბობენ, რომ ძალიან გემრიელია და მზად არიან 2400 $ 8 ცალ პელმენში გადაიხადონ.

წყარო: http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები