ჰუნედოარა – შავი მეტალურგიის ცენტრი, რომელიც საფოსტო მარკაზე განათავსეს

ქალაქი ჰუნედოარა რუმინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამრეწველო ცენტრია, რომელიც ჰუნედოარის ჟუდეცში, ანუ მაზრაში, ტრანსილვანიის ისტორიული ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს.
შავი მეტალურგიის ცენტრად ჰუნედოარა ჯერ კიდევ 1884 წლიდან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში. ეს სწორედ ის თარიღია, როდესაც აქ მეტალურგიული კომბინატი დაარსდა და ადგილობრივებმა ფოლადის წარმოება მარტენის ღუმელებით დაიწყეს.
იმის გამო, რომ ჰუნედოარას მეტალურგიული კომბინატი რუმინეთის ეკონომიკის მთავარ არტერიად ითვლებოდა, გასული საუკუნის 50-70-იან წლებში საწარმოს ხედი რუმინულ საფოსტო მარკაზე განათავსეს.
ჰუნედოარას საწარმო მსოფლიოში პირველი და უკანასკნელი მეტალურგიული ობიექტია, რომელიც საფოსტო მარკაზე მოხვდა, სწორედ ამის გამო აღნიშნული მარკა ფილატელისტების სამიზნე გახდა და დღესდღეობით იგი იშვიათ საფოსტო მარკათა ჩამონათვალში შედის.

კომენტარები

სხვა სიახლეები