ჰილარი კლინტონი გეების ქორწილში დაპატიჟეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი გეიწყვილმა, რომელიც მისსავე წინასაარჩევნო კლიპში მონაწილეობდა, ქორწილში დაპატიჟა.
ქორწილში დაპატიჟების შესახებ განცხადება, ერთ-ერთი გეიმამაკაცის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გეიწყვილის ქორწილი ზაფხულში 19 ივლისს შედგება. ჰილარი კლინტონს მიწვევის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა დანიშნულები იმედოვნებენ, რომ კლინტონს სტუმრების სიაში აუცილებლად იხილავენ.
კლინტონის წინასაარჩევნო კლიპი ჩვეულებრივი, უბრალო ამერიკელების ცხოვრებას შეეხება, სადაც ჰილარი კლინტონი ამომრჩევლებს თითოეული ამერიკელის უფლებების დაცვას ჰპირდება.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები