ჰარისონ ფორდის შვილი რუსთავის ციხეში – ჰოლივუდის ვარსკვლავის ვაჟი ქართველ პატიმრებს დანის სწორად გამოყენებას ასწავლის (ფოტოკოლაჟი)

რუსთავში N16 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მეტი, არც ნაკლები – ჰოლივუდის მსახიობ ჰარისონ ფორდის შვილი იმყოფება. ბენ ფორდმა, მსჯავრდებულებისთვის დღეს მასტერკლასი ჩაატარა.

ცნობილმა ამერიკელმა მზარეულმა კერძი „ჩილი“ მსჯავრდებულებთან ერთად მოამზადა, რომელიც მოგვიანებით პატიმრებმა და სტუმრებმა გასინჯეს. ბენ ფორდმა განმარტა, რომ მსჯავრდებულებს კერძების მომზადების თავისებურებები ასწავლა.

„ყოველთვის საინტერესოა იმის ნახვა, თუ ვინ ხვდება ციხეში. გავარკვიეთ, რომ ზოგიერთ პატიმარს კულინარიასთან შეხება ადრეც ჰქონია და მათთვის ძალიან სასიამოვნო იყო დღევანდელი დღე. სხვებმა კი, დღეს ამ კუთხით ახალი უნარები შეიძინეს. საუბარი გქვონდა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად დანა, როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე პროდუქტების საჭრელ დაფაზე, როგორ დავჭრათ კერძისთვის საჭირო პროდუქტი მარტივად. გარდა ამისა, მსჯავრდებულებს ახალი ძალიან გემრიელი და სურნელოვანი კერძის ჩილის მომზადება ვასწავლე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები არასწორ გზას ირჩევენ, მაგრამ კარგი პიროვნებები როგორც გარეთ , ასევე, ციხეშიც არიან. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მასტერკლასით პატიმრებს კულინარიული კუთხით განვითარების საშუალება მივეცით. ზუსტად არ ვიცოდი ვისთან მომიწევდა მუშაობა და ცოტა ვინერვიულე კიდეც, რადგან ციხეში არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ მსჯავრდებულების ენთუზიაზმითა და დამოკიდებულებით,“- განაცხადა ფორდმა.

ბენ ფორდის მასტერკლასი, მსჯავრდებულებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ერთ-ერთმა პატიმარმა აღნიშნა, საჭმელი მას აქამდე არასდროს მოუმზადებია და ცნობილ კულინართან ერთად კერძის მომზადება, მისთვის ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოც იყო.

“ბატონ ბენთან ერთად ძალიან სასიამოვნო იყო ჩილის მომზადება. ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება პატიმრისთვის ამ პროფესიის დაუფლება, რათა ამის საშუალებით გათავისუფლების შემდეგ დასაქმდეს,“-აღნიშნა მსჯავრდებულმა.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და მისი მიზანი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.

1538841_887940647948634_7288939344454301313_n 10351392_887940531281979_2419410273966961454_n 10369715_887940197948679_6138114904956538302_n 10369715_887940284615337_947673725881469596_n 10526057_887940704615295_2090386357998927353_n 10985955_887940657948633_8256284511699999144_n 11039105_887940201282012_4260456802477923121_n 11150362_887940204615345_6818594324661007917_n 11150362_887940294615336_1898467509700528323_n 11219589_887940741281958_6414400181756639196_n 11988392_887940797948619_2901149819594306047_n 12004684_887940611281971_7860121320749231900_n 12033092_887940287948670_7519310249807731380_n 12034344_887940451281987_1706279657731346726_o 12036676_887940344615331_7069342406158074993_n 12038282_887940727948626_7373033580977218910_n 12039425_887940627948636_6018195596272738425_n 12039642_887940537948645_8966710321949020114_n 12046788_887940491281983_1376566508259684724_n 12049322_887940351281997_2363555568229276194_n 12074866_887940337948665_1049910747271856020_n 12105928_887940424615323_5288148876263039923_n 12107288_887940564615309_2120917714410185892_n 12108259_887940447948654_7732992127806520398_n 12112155_887940767948622_3224665976713165850_n 12141752_887940571281975_1438247708001273785_n 12144871_887940684615297_4448207931718287809_n

კომენტარები

სხვა სიახლეები