ჰაკერებმა „ჯეიმს ბონდი“ სცენარის გარეშე დატოვეს

   ჰაკერებმა სონი ფიქჩერსის დალუქულ სისტემაში შეაღწიეს და ცნობილი ფილმის „ჯეიმს ბონდის“ ახალი სცენარი მოიპარეს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს დილით, ფილმის ოფიციალურ გვერდზე დაიდო. გამოძიება უკვე დაწყებულია. ფილმის პროდუსერები მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და იმედოვნებენ ,რომ დამნაშავეს მალე დააკავებენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სცენარი კინო სტუდია Metro-Goldwyn-Mayer -ის საკუთრებაა და მისი გამოყენება ნებისმიერი სხვა კომპანიის მიერ კანონით დაისჯება.

კომენტარები

სხვა სიახლეები