„ჯიპიანი“ მამაოები – პასუხი ეკლესიიდან

დღევანდელი მგომარეობის გადმოსახედიდან, საქართველოში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა „ჯიპიანი“ მამაოების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. სოციალური ქსელი აჭრელებულია ისეთი ტიპის ვიდეოებითა და პოსტებით, რომლებიც სწორედ „ჯიპიან“ მამაოებს ეძღვნება. ზოგი ამ ყველაფერს განკითხვად, ზოგიც – მხილებად მიიჩნევს.
ამ თემასთან დაკავშირებით, კითხვებზე სოფელ დიღმის, წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი- მამა დავითი (ისაკაძე) პასუხობს.
“ძირითადად, ასეთი ქრომატიკა შემოდის დაკვეთით, იმ ხალხის მიერ, რომლებიც ეკლესიის მიმართ საწინააღმდეგო რიტორიკას ეძლევიან, ასე ვთქვათ, ცნობიერებას და ანტიეკლესიურს. ამასთან დაკავშირებით ჰყავთ ახლობლები, რომლებიც ჩაუხედავი არიან ამ საკითხებში და ბუნებრივად ქმნიან ამ საკითხს. მე, მაგალითად, სრული გულწრფელობით მინდა გითხრათ, რომ არ მაინტერესებს სხვა როგორ ცხოვრობს, არ მაინტერესებს არც მისი შესამოსელი, არც მისი სახლი და არც მისი მანქანა.
ის ადამიანები, ვინც ასეთ რაღაცებს ავრცელებენ და ჭორაობენ, იმას რატომ არ აკვირდებიან, რომ ზოგიერთი მღვდელი ფეხით გადაადგილდება, ზოგიც – დაბალი ხარისხის მანქანით. მღვდლები არ აკეთებენ რეკლამირებას იმისა, თუ რა ქველმოქმედებას ეწევიან გაჭირვებული ადამიანებისთვის. ეს ყველაფერი შეუმჩნეველი რჩება.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაკვეთა, ანტიეკლესიური ცნობიერების დამკვიდრების დასავლური პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი.
ასე რომ, მე ვურჩევდი იმ ახალგაზრდებს, თუ მოზარდებს, რომლებიც ამ თემაზე საუბრობენ, რომ სჯობს თავიანთ ქონებას, შესამოსელს თუ მანქანას მიაქციონ ყურადღება, ვიდრე სხვის ეზოში გადაიხედონ“. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ჯიპებით“ სიარულს, გაჭირვებული ადამიანების დახმარება აჯობებს.

წყარო: globalnews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები