ჯიმ ქერის სკანდალური განცხადება “ოსკარზე” – დაჯილდოებების სეზონი გიგანტური სანაგვეა

ჯიმ ქერის კომედიური, თუ დრამატული როლების საკმაოდ წარმატებით შესრულების მიუხედავად, მას კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, “ოსკარის” არცერთი ნომინაცია აქვს. შესაძლოა, სწორედ ეს იყო მიზეზი, როცა გამოცემა Vanity Fair-თან ინტერვიუში “ოსკარების” სეზონს დიდი სანაგვე უწოდა. “დაჯილდოებების სეზონზე, ძირითადად, ბიზნესინტერესები აქვთ. ეს ყველაფერი გიგანტური სანაგვეა… ერთი ვახშამიც რომ გააცდინო, შანსებს სრულიად კარგავ. არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული ამ საშინელ თამაშში მონაწილეობით”, – ამბობს მსახიობი.

კომენტარები

სხვა სიახლეები