“ჯეკბეღურას” კოსტიუმს ყოველთვის თან დაატარებს ” -10 საინტერესო ფაქტი ჯონი დეპის შესახებ

ჯონი დეპი ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. სამსახიობო ნიჭის გარდა, დეპი ექსცენტრიულობითაც გამოირჩევა და, როგორც ამბობენ, არაჩვეულებრივი პიროვნებაცაა. კიდევ რა ვიცით 56 წლის მსახიობის შესახებ?

1. ბავშვობაში მან 20-მდე საცხოვრებელი სახლი გამოიცვალა

მანამ, სანამ დეპის ოჯახი, საბოლოოდ, ფლორიდაში დასახლდებოდა, ისინი, ფაქტობრივად, “ჩემოდნებზე ცხოვრობდნენ”.

2.სკოლა მიატოვა, რათა როკვარსკვლავი გამხდარიყო

პირველად გიტარა 12 წლის ასაკში აჩუქეს და ეს ინსტრუმენტი მაშინვე თავდავიწყებით შეუყვარდა. მართალია, ჯონი მშობლებმა აიძულეს, რომ სკოლაში დაბრუნებულიყო, თუმცა დირექტორი ამხნევებდა მას და ურჩევდა, საკუთარ ოცნებებს მიჰყოლოდა. სულ მალე ის მართლაც გაემგზავრა ლოს ანჯელესში მუსიკალური კარიერის შესაქმნელად.

3. მუსიკის ნაცვლად თავი კინოში ამოყო

1990 წელს გამოსული ფილმი – “ედვარდ მაკრატელხელება” ჯონისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.

4. წარმატებას ნიკოლას ქეიჯს უმადლის

როგორც ჩანს, სწორედ ნიკოლას ქეიჯმა დაარწმუნა ჯონი, რომ მსახიობობა ეცადა. ამის გამო, დეპი ყოველთვის გამოხატავდა მადლიერებას. საპასუხოდ, როდესაც ნიკოლასს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ჯონიმ მას დახმარება შესთავაზა.

5. არასდროს აუღია “ოსკარი”

ის რამდენჯერმე იყო ნომინირებული კინო აკადემიის უმაღლეს ჯილდოზე, თუმცა, ჯერჯერობით, გამარჯვებულთა სიაში არ აღმოჩენილა.

6. “ჯეკბეღურას” კოსტიუმს ყოველთვის თან დაატარებს

ასე იმიტომ იქცევა, რომ ლოკალური საავადმყოფოების პატარა პაციენტები გაახაროს. ყოველ ჯერზე ის, დაახლოებით, 3 საათით მაინც იჭრება თავის ყველაზე პოპულარულ როლში “კარიბის ზღვის მეკობრეებიდან”.

7. ტიმ ბარტონთან ერთად ცხრა ფილმზე აქვს ნამუშევარი

რეჟისორისა და მსახიობის დუეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლაბორაციაა ჰოლივუდში.

8. განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ჯიმი კიმელთან
ჯონი დროდადრო სტუმრობს კიმელის შოუს და მას ტუჩებში კოცნის. ეს უკვე ერთგვარი ტრადიციაა

9. უამრავი ტატუ აქვს.

მათ შორის ერთ-ერთი მისი ყოფილი შეყვარებულის, ვაინონა რაიდერის სახელი იყო, რომელიც დაშორების შემდეგ ჯონიმ ღვინოდ გადააკეთა (Winona – Wine)

10. დიდი წვლილი შეიტანა ჰიტ ლეჯერის ქალიშვილის უზრუნველ მომავალში

“ექიმ პარნასის წარმოსახვაზე” მუშაობისას, სადაც ჯონი ჰიტ ლეჯერის გარდაცვალების შემდეგ მოხვდა, მან დაარწმუნა ჯუდ ლოუ და კოლინ ფარელი, რომ ფილმიდან მიღებული ჰონორარი ობლად დარჩენილი მატილდას ანგარიშზე გადაერიცხათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები