ჯასტინ ბიბერის ფოტო ინსტაგრამის ისტორიაში პოპულარობით რეკორდსმენი გახდა (ფოტო)

ჯასტინ ბიბერის ახლახან გამოქვეყნებულმა ფოტომ ინსტაგრამის ისტორიაში ყველაზე მეტი მოწონება დააგროვა. საუბარია რომანტიკული კადრის შესახებ, რომელზეც ბიბერი ყოფილ შეყვარებულს, სელენა გომესს კოცნის.13153519_1181864828520420_1319773942_n
როდესაც მომღერალმა ეს სამი წლის წინანდელი ფოტო გამოაქვეყნა, პრესაში ვარსკვლავური წყვილის შერიგებაზე ჭორები გავრცელდა. ფოტომ 3,5 მილიონი მოწონება და მილიონამდე კომენტარი მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ინსტაგრამის რეკორდსმენი პოპულარობით კენდალ ჯენერის ფოტო გახდა, იგი იატაკზე თეთრ კაბაში გამოწყობილი წევს, თმა კი გულების ფორმებით აქვს დაწყობილი. 35 დღის განმავლობაში ფოტომ 2,7 მილიონი მოწონება მოაგროვა. ერთი წლის შემდეგ კი 3,4 მილიონი მოწონებით ინსტაგრამის რეკორდსმენი კიმ კარდაშიანის და კანიე უესტის საქორწინო კადრი გახდა.
13162327_1181864835187086_1733194836_n 13187632_1181864831853753_861819602_n

კომენტარები

სხვა სიახლეები