ჯაკარტაში მოქალაქეებს, რომლებიც პირბადეს არ იკეთებენ, კუბოში აწვენენ

ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტაში მოქალაქეებს, რომლებიც პირბადის ტარებაზე უარს ამბობენ, სპეციალურად მათთვის შექმნილ კუბოში აწვენენ და რამდენიმე წუთს აჩერებან.

კანონი ქალაქის ერთერთი ოლქის დეპუტატმა, ჯო სანტოსმა შემოიღო, ფაქტს მოქალაქეები აპროტესტებენ.
„როდესაც კანონის დამრღვევ ადამიანებს ვეკითხებოდი, რატომ არ იხდიდნენ ჯარიმას, ისინი ამბობდნენ, რომ ფული არ აქვთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ურჩ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ: ჯარიმის გადახდას, რამდენიმე წუთით სპეციალურად მომზადებულ კუბოში ჩაწოლასა და სოციალური სამუშაოს შესრულებას შორის.

კომენტარები

სხვა სიახლეები