ჯადოსნური წესები საახალწლოდ ხვავი და ბარაქა რომ დაიბედოთ

9 წუთის წინ
ჯადოსნური წესები საახალწლოდ ხვავი და ბარაქა რომ დაიბედოთ
საახალწლო ნაძვის ხის მორთვისას სათამაშოებთან ერთად ნაძვის ხეზე კანფეტებიც ჩამოკიდეთ.
საუკუნეების წინ ნაძვის ხეს კანფეტებითა და ხილით (ვაშლი, მანდარინი) რთავდნენ და მიაჩნდთ, რომ მათ ბედნიერების მოტანა შეეძლოთ.

სადღესასწაულო დღეების გასვლის შემდეგ კანფეტები ბავშვებს დაურიგეთ და ერთი ცალიც თავად შეჭამეთ. რათა მთელმა წელმა ტკბილად და სასიამოვნოდ ჩაიაროს.

2. ყვავილის ქოთანში ცოტაოდენი ბრინჯი ჩაყარეთ. მოუარეთ ყვავილს და თუ გაიხარა, გაყვავილდა, ბარაქიანი წელი გელით.

3. ბარაქის მოსაზიდად ცოცხის გამოყენებაც შეგიძლიათ. შეიძინეთ ახალი ცოცხი და ბინის ნებისმიერ კუთხეში ტარით დაბლა დადგით. ზედა ნაწილზე ლამაზი ლენტი მოახვიეთ. ფერი სურვილისამებრ შეარჩიეთ: ცისფერი ახალ სამსახურს გაშოვნინებთ, წითელი – ბარაქას მოგიტანთ, თეთრი – ვალების დაბრუნებაში დაგეხმარებათ.

20 თებერვლის შემდეგ მოხსენით ცოცხს ლენტები და ჩვეულებრივად გამოიყენეთ.

წყარო: marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები